საზარელი შემთხვევა მოსკოვში-ქმარმა დეპუტატი ცოლი მანქანაში ააფეთქა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 18:11

მოსკოვში სამართალდამცავებმა 30 წლის რუსი დეპუტატი ოქსანა ბობროვსკაია თავის მეუღლესთან ერთად მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 3 დღის წინ ნოვოსიბირსკში მოხდა. არსებული ინფორმაციით მანქანაში ბომბი აფეთქდა, რომელიც დეპუტატის ქმარმა აამოქმედა. სამართალდამცავები ტერორისტულ აქვს გამორიცხავენ და მომხდარს ოჯახურ პრობლემებს უკავშირებენ. რუსული მედია თვითმხილველებზე და სამართალდამცავებზე დაყრდნობით კი წერს, რომ წყვილმა ინციდენტამდე იჩხუბა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ქმარი დეპუტატს მდიდარ საყვარელთან ღალატში ადანაშაულებდა. კრიმინალისტებმა გარდაცლილები მანქანიდან ნახევრად შიშვლები გადმოიყვანეს. ოქსანა ბობროვსკაია ვლადიმერ პუტინის „გაერთიანებული რუსეთის პარტიის“ დეპუტატი იყო, ციმბირის ყველაზე დიდ ქალაქში, ნოვოსიბირსკში. გარდაცვლილებს ოთხი წლის გოგონა დარჩათ.

წაკითხულია 853 ჯერ

Related items

  • „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ შეთანხმება მიღწეულია

    ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია, რუსეთიდან ევროპაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მეშვეობით შესაყვან გაზის პროექტის მშენებლობის დასრულების საკითხზე შეთანხმდენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    ხელშეკრულების თანახმად, აშშ-მ და გერმანიამ აღუთქვეს, რომ რუსეთის მცდელობას გამოიყენოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენი პოლიტიკურ იარაღად, ერთობლივად დაუპირისპირდებიან.

    საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, აშშ და გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ზომების მისაღებად ერთობლივად იმოქმედებს, მათ შორის სანქციების დაწესების საკითხშიც, რომლითაც რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის და სხვა ეკონომიკურ სექტორებში“.

    შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დასრულების შემთხვევაში წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის გერმანიაზე მიწოდება იგეგმება.

     

  • ციმბირში, 24 ათასი წლის ასაკის მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს

    რუსეთის ციმბირის რეგიონში, გაყინული ნიადაგის ფენაში, მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს, რომელიც მთელი 24 ათასი წელია რაც ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    პუშჩინოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განცხადებით, მათმა მკვლევარებმა, ციმბირის გაყინული ნიადაგის ნიმუშში აღმოაჩინეს მიკროსკოპული არსება სახელწოდებით "Bdelloid rotifer"-ი. გაბურღვის შედეგად აღებულ ნიმუშში აღმოჩენილი გაყინული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შესწავლით, რუსმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ არსების სიცოცხლის ფუნქციები ჯერ კიდევ გრძელდება.

    მეცნიერებმა ამ არსების ასაკის დასადგენად რადიო-ნახშირბადის მოწინავე ტესტები გამოიყენეს და დარწმუნდნენ, რომ ეს არსება 24 ათასი წლის ასაკის არის. კვლევითი ჯგუფის უფროსმა სტას მალავინმა განაცხადა, რომ ეს კვლევა ძალზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ მრავალუჯრედიან არსებებს, კრიპტობიოზში შეუძლიათ ათიათასობით წელი ცხოვრება.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა გახდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას პარლამენტის დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. კ. კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა.

    „ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში. ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

    2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016-2020 წლებში ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში. 2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაცია „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა. 

  • პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა ჩატარდა

    „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული ზოგიერთი დეპუტატი დღეს პარლამენტში მივიდა. პარლამენტში სხდომაზე დასასწრებად შევიდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

    „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტში მისულ ოპოზიციონერებს პარლამენტის შენობასთან შეძახილებით დახვდნენ: „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.

    პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციაზე მისული არიან 20 ივნისის აქციის მონაწილეები. ისინი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების შესახებ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, ამნისტიის კანონპროექტი დაკავებულ სამართალდამცველებსაც შეეხოს.

    „ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ არის, რომ დამნაშავეები გათავისუფლდნენ ამნისტიით.

    შეგახსენებთ, რომ თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა გაიმართა.

    სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

    პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

    ამ წუთებში სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, განცხადებების დასრულების შემდეგ კი პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია კახა კუჭავა.

  • ილუსტრაციების კონკურსი რუსეთის ოკუპაციის თემაზე

    10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ გამოაცხადა.

    ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.

    კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკურს მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება. კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.

    ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს,  განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ  ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.

    კონკურსის შედეგად შეიქმნება ოკუპაციის თემაზე  ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული ილუსტრაციები.

    ილუსტრაციების კონკურსი: „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 მაისს დასრულდება.

    დეტალურ ინფორმაციას და კონკურსის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3mDRTsQ

    ***

    საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

    GISP-ის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური