ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:04

 საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი და შეეხება ამერიკული სწავლებასა და კვლევებს. პრეზენტაციები იქნება სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.  

წაკითხულია 934 ჯერ

Related items

  • ონლაინ კონკურსის „ჩინეთის ექსპერტი 2017“ დაჯილდოების ცერემონიალი

    "ჩინეთის ექსპერტი 2017"-ის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება19 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ძი იენჩი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიება საზეიმო ხასიათის იქნება და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ნომრებს წარუდგენს.

    “ჩინეთის ექსპერტი 2017" ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცემა ჩინეთში საგზური, რომლის ხარჯებიც მთლიანად იქნება დაფარული. ამასთან, ონლაინ კონკურსის მონაწილეთა პირველ ოცეულს ელის სასიამოვნო საჩუქრები.

    ქართულ-ჩინურმა მედია პლატფორმამ „სინომედია“ 11 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ონლაინ კონკურსი "ჩინეთის ექსპერტი 2017". კონკურსში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ სხვადასხვა კუთხიდან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი იყო ქართულენოვანი და მონაწილეებს არ მოეთხოვებოდათ ჩინური ენის ცოდნა.

    აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში სინომედიასთან ერთად საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. "ჩინეთის ექსპერტი 2017" მიეძღვნა საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

    სინომედია არის პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებთან და ორიენტირებულია უშუალოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაშუქებაზე, აშუქებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კულტურულსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ასევე ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე: ჩინურად საქართველოზე და ქართულად ჩინეთზე, ინგლისურ ენაზე კი ორივე ქვეყნის შესახებ. ამასთან, მედია პლატფორმის მიზანია ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კულტურათა ურთიერთგაცვლა, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო აქტიურად არის ჩართული ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოჭრილ მსოფლიო მასშტაბის პროექტში „სარტყელი და გზა“, იგივე „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“.

     

  • ჩეხეთის ელჩმა ,,ლიდიცეს’’ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

    ჩეხეთის საელჩოში საქართველოში დღეს გაიმართა ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენაში ,,ლიდიცე’’ გამარჯვებული ქართველი ბავშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიჩკიმ, ჩეხეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

    როგორც ტომაშ პერნიჩკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ვინაიდან მასში 25 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკურსში ქართველი ბავშვები იმარჯვებენ“, - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.

    ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენა ,,ლიდიცე’’ დაფუძნდა 1967 წელს, ჩეხურ ლიდიცეში გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.

    კონკურსი საერთაშორისოდ 1973 წლიდან იქცა და მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

    ყოველწლიურად ლიდიცეს კონკურსზე 25 ათასზე მეტი მოსწავლის ნამუშევრები იგზავნება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.

    კონკურსის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიციის დათვალიერება მნახველს ლიდიცეს გალერეაში წლის განმავლობაში ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

  • აშშ-ში ვიზიტამდე თავდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“ - თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ.

    ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • იუნესკოს გენერალურ კონფერენცია

    2017 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ქ. პარიზში ტარდება გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO)  გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით. 

    4 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს და  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და UNESCO-ს შორის  არსებულ 25 წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ძალისხმევის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების თვალსაზრისით.  ხაზგასმით აღნიშნა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მთვარობის პრიორიტეტულ გეგმებს შორისაა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და კვლავ დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.

    UNESCO- ს გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე დამტკიცდა UNESCO-ს ღონისძიებათა სია, რომლებიც 2018-2019 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. აღნიშნულ სიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღები: "თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე და მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადების 150 წლისთავი".

    ამასთანავე, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს განათლების და მეცნერების  მინისტრის მოადგილეებსა და ნორვეგიის, ესტონეთის, კვიპროსის, შვედეთისა და ფინეთის განათლების მინისტრებს შორის. შეხვედრებზე განიხილეს განთლების სფეროში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

    მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მ.წ. 10 ნოემბერს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 39–ე სესია, იუნესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცებს,  აღმასრულებელი საბჭოს მიერ ნომინირებულ კანდიდატს, საფრანგეთის ყოფილ კულტურის მინისტრს,  ორდე აზულეს. იგი ირინა ბოკოვას შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას რვა წლის განმავლობაში იკავებდა.  

  • თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

    საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 

    ფორუმის  პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა.  ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი  კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა  გააცნო. 

    გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია,  რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან. 

    ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და  ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა.  დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია  29 წევრისგან  შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.  

    აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 

    2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.

    2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

    იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური