ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 80 წლისაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 15:39

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის 80 და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში იუბილესადმი მიძღნვილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე სამოყვარულო ფოტო-კონკურსში გამარჯვებულთა ნამუშევრები და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ისტორიის ამსახველი საარქივო ფოტოები იყო წარმოდგენილი.
მოწვეულ სტუმრებს გიგლა აგულაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, ეკოტურიზმის განვითარება რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავალის ზრდას უზრუნველყოფს.

დღესვე, მინისტრმა ეროვნული პარკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონორ ორგანიზაციებსა და პარკის თანამშრომლებს მადლობის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები ფოტო-კონკურსისა და ნომინაციაში „წლის ვიზიტორი" გამარჯვებულ ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც გადაეცათ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომელიც ველური ბუნებისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაკითხულია 1182 ჯერ

Related items

  • ქ. ვარნაში ფოტო-გამოფენა „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“ მოეწყო

    საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ელჩის ზურაბ ფერცულიანის ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელწოდებით - „გამარჯობა, მე მქვია თბილისი“.

    გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს გაეცნოს საქართველოს დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს.
    ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ვარნაში და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან. საღამოს სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
    გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს შეეძლებათ ქ. ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე.

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

  • 20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი

    თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დღეს გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც ბაქოში  „შავი იანვრის“ მსხვერპლთა ხსენების დღეს მიეძღვნა. საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დურსუნ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარის ოპერაციიდან 30 წელი გავიდა. აზერბაიჯანი არასოდეს დაივიწყებს ამ თარიღს და ყოველთვის პატივს მიაგებს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნა დ. ჰასანოვმა.

    20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

    ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

    შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერაციას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წლის იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანელებმა მიტინგები გამართეს და მარტში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.

    20 იანვრის ღამეს, როდესაც ბაქოში სიმშვიდე იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან აზერბაიჯანში რეგულარული არმიის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლეს. არმიის ნაწილების გადაადგილებას ახლდა ქალაქის მოსახლეობისა და ავტომობილების მიმართულებით სროლა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ბაქოს მცხოვრებლებს ქუჩებში ესროდნენ, დაწვეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბინა, ასევე 100-მდე ავტომობილი.

    1990 წლის 22 იანვარს, აზერბაიჯანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მოსკოვში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში ოჯახთან ერთად მივიდა, სადაც მოსკოვში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანელი იყო შეკრებილი. აქ ალიევმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარების შესვლას არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური უწოდა. ჰეიდარ ალიევმა მიხაილ გორბაჩოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. რამდენიმე თვეში ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა და დეპუტატად აირჩიეს. 1993 წლის ოქტომბერში, ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ტექნიკით ეხმარება

    საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტის გაფორმდა.

    საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

    "ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს აღჭურვილობა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება საქართველოს, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებას", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

     

  • ევროკავშირის ელჩი ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ განვითარების პროექტებს ბორჯომში

    გაულ კვირას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანში გაემგზავრა ევროკავშირის მიერ სასოფლო განვითარების მხარდაჭერის შედეგების განსახილველად. ვიზიტის განმავლობაში ელჩი შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და ესტუმრა სასოფლო განვითარების ინიციატივას ბაკურიანში.
     
    ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია ადგილობრივი განვითარების იმ ჯგუფთაგან, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; მათი ჩამოყალიბების  მიზანი იყო დივერსიფიცირებული ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის წახალისება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე.
    ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს პარტნიორობის პლატფორმას ადგილობრივი კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რომლებსაც შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას.
    შეხვედრის შემდეგ ელჩი ჰარცელი ესტუმრა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასოფლო განვითარების ინიციატივას: თხილამურების გაქირავების პუნქტს ბაკურიანში.
    News in English

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური