რა სამართლებრივი საჭიროებები აქვთ დევნილ და ეთნიკური უმცირესობების ქალებს ,სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 12:10

იძულებით გაადგილებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN WOMEN) ქორთიარდ მარიოტში გამართა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ დევნილი და ეთნიკური უმცირესობების ქალები ძირითადად ბინის დაკანონებასთან და საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სირთულეებს აწყდებიან. ამას გარდა, მათ  განქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებთ, მათ შორის, ქმრის მიერ ალიმენტის გადაუხდელობა, განქორწინებასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა .  კვლევის პროცესში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 500–მდე დევნილი ქალი და მარნეულის მუნიციპალიტეტში 200–მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალი გამოკითხა. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“  ფარგლებში განხორციელდა.პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და  ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე დაესწრნენ.სტუმრებმა პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. 

 

წაკითხულია 408 ჯერ

Related items

  • პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

    გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნების პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის,საბინე მახლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფორუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრაზე განსახილველ თემაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

    ქალთა ძალადობა პოლიტიკაში ეს ის საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა და მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებას კი, პრევენციაზე ზრუნვა და დროული რეაგირება წარმოადგენს. აუცილებელია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ შესაბამისი მექანიზმები, რაც პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს და მათ უფლებების დაცვა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

    შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახალხო დამცველის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, ასევე შვედეთის სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის სამეფოს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ისაუბრეს.

    შეხვედრა პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმაირმა ინაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. საკანონმდებლო ორგანოდან მაღალი დონის შეხვედრას პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და ეკა ბესელია დაესწრნენ.

    დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

     

     
  • „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

    „პროგრამა „აწარმოე საქარველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და  უკვე იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

    პრეზენტაცია ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „მეამას“ საწარმოში გაიმართა. პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

    ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისები, მეთევზეობა, კერამიკის წარმოების დარგის განვითარება.  

    „2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური  იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა,  ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი  ტემპით გაიზარდა და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის ქვეყანებს. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა, ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება,  პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

  • ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

    4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას წარუძღვა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

    ცაი ენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

    ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში 400-ზე მეტი დევნილი შეიფარა

    2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მრავალი თვეების განმავლობაში დევნილებს უწევდა დახმარებას, იმ კომპაქტურ დასახლებაშიც, სადაც ისინი შემდგომში გადავიდნენ საცხოვრებლად.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური