ISIS-ი მისი მტერების სიას აქვეყნებს -საქართველო ნახსენები არ არის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:20

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო (ISIS) საკუთარი მტრების სიას აქვეყნებს. ამის შესახებ საუბარია მებრძოლების მიერ გავრცელებულ ახალ ვიდეორგოლში.

4-წუთიან ჩანაწერში ისლამისტები მათ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო გაერთიანებას ეშმაკების კოალიციას უწოდებენ.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია ფოტოც, რომელზეც 60 ქვეყნის დროშაა ასახული.

ისლამისტების მტკიცებით, ისინი გლობალურ კამპანიაში მონაწილეობენ. ამერიკის, კანადისა და საფრანგეთის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და მოლდოვაც, ასევე პოლონეთი, კორეა, შვედეთი, მაკედონია, ესპანეთი და შვეიცარია. 

ISIS-ის მტრების სიაში საქართველო ნახსენები არ არის. 

წაკითხულია 587 ჯერ

Related items

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის თაობაზე "სიენენი" ოთხ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნჯობით ავრცელებს.
    მასიური ბომბი სახელწოდებით, "MOAB", რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ადგილობრივი დროით, შვიდ საათზე ჩამოაგდეს ავღანეთში. საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენდა. თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის გარეუბანში განხორციელდა. 
    ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერლის შესახებ.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აშშ-მ ერაყის ომის დროს შექმნა და ეს ყველაზე ძლიერი, 9,5 ტონიანი ბომბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მან პირველად გამოიყენა.

  • "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქი სამხედროების ცოცხლად დაწვის კადრები გაავრცელა

    ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის კადრები. ჩანაწერში ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

    ჯიჰადისტების მტკიცებით, 19-წუთიანი ვიდეორგოლი სირიაში, ალეპოს პროვინციაშია გადაღებული. ჩანაწერში ისმის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისამართით შეუარაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ისლამისტები სამხედროებს ცეცხლს უკიდებენ.

    ვიდეოს გავრცელების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაიბლოკა.

    თურქეთის  მთავრობას ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა არმიის წარმომადგენლებმა ორ სამხედროსთან კავშირის დაკარგვა დაადასტურეს.

    ორი წლის წინ ინტერნეტში ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორც წვავენ ცოცხლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იორდანელ მფრინავს.

     

  • ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 26 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭა:

    №2 - „პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა („თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”);

    №4 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”;

    №6 - „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”;

    №7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”;

    №9 - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი”;

    №10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

    №11 - „სახალხო ხელისუფლება”;

    №12 - „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური)”;

    №13 - „ევროპელი დემოკრატები”;

    №14 - „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”;

    №15 - „მშრომელთა სოციალისტური პარტია”;

    №16 - „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია”;

    №17 - „საქართველო”;

    №18 - „ქართული იდეა”;

    №19 - საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო”;

    №20 - „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია”;

    №21 - „საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია”;

    №22 - „მერაბ კოსტავას საზოგადოება”;

    №23 - საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია”;

    №24 - „გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველო”;

    №25 - „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”;

    №26 - „ეროვნული ფორუმი”;

    №27 - „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”;

    №28 - „ზვიადის გზა - უფლის სახელით”;

    №29 - „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია (ედპ)”

    №30 - „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)”;

     

    გარდა აღნიშნული სუბიექტებისა, რიგითი ნომერი შეუნარჩუნდა ხუთ საარჩევნო სუბიექტს, ესენია:

    №1 - საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”;

    №3 - საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”;

    №5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

    №8 - საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”;

    №41 - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”.

  • ჩვენ არ შევშინდებით, - ბარაქ ობამა ორლანდოში მომხდარ თავდასხმაზე

    „ეს არის განსაკუთრებით გულსატკენი დღე ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, ყველა ამერიკელისთვის, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი პირისთვის. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით, პირიქით, დავდგებით ერთად და დავიცავთ მთელ ერს,“- ასე გამოეხმაურა ქალაქ ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა. მან თავდასხმას ტერორისა და სიძულვილის აქტი უწოდა:

    „მკვლელის სამიზნე გახდა ადგილი, სადაც ხალხი სიყვარულით იკრიბება, საცეკვაოდ, სასიმღეროდ და დროს სატარებლად. ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, არის მეტი, ვიდრე ღამის კლუბი. ეს სოლიდარობის, მეგობრობის და მხარდაჭერის სივრცეა. მომხდარი გვახსენებს, რომ თავდასხმა ნებისმიერ ამერიკელზე, განსხვავებით რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, არის თავდასხმა მთელ ქვეყანაზე, სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ღირებულებებსა და ერთიანობაზე,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

    პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იარაღის შეძენა-შენახვის კანონმდებლობის სიმარტივეზე და საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება მოითხოვა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური