მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:13

სამხედრო თანამშრომლობის გაწყვეტის შემდეგ მოსკოვი ანკარას სავაჭრო ომს უცხადებს. რუსეთი თურქული პროდუქციის იმპორტზე კონტროლს აძლიერებს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება საქონელს საზღვარზეც. ეს ეხება, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე ტანსაცმელსა და სარეცხ საშუალებებს.

შესაძლოა რუსეთმა თურქეთიდან ავტონაწილების შეტანაც შეზღუდოს. უკვე გაუქმდა დეკემბერში დაგეგნილი რუსეთ-თურქეთის სამიტი პეტერბურგში.

პარალელურად, რუსეთის გენშტაბი სირიაში საკუთარი ძალების გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალური მოსკოვი სირიაში დამატებით 12-მდე თვითმფრინავს აგზავნის, მიზანი კი რუსული ბომბდამშენების დაცვა იქნება.

წაკითხულია 680 ჯერ

Related items

  • საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა: „თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს"

    თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა: "ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის მცდელობებს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ყოველთვის მხარს უჭერს.“

    ანკარაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს გახსნის 100 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტო „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა.

    ელჩმა განაცხადა, 1921 წლის 31 იანვრის საღამოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და გამოცდილი პოლიტიკოსი სიმონ მდივანი, ანკარაში საქართველოს ელჩად დანიშვნის შემდეგ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მატარებლით ჩამოვიდა ანკარაში და საქართველოს დელეგაციასთან ერთად თურქეთის დიდი ეროვნული კრების ბაზაზე შექმნილი პირველი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბექირ სამიმაც საქართველოდან თურქეთში ინგზავრა.

    ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის 100 წლის იუბილე

    ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციის ანკარაში მოგზაურობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი აგრეთვე შესულია ეროვნული ბრძოლის პერიოდის ერთ-ერთი წამყვანი მწერლის, ჰალიდე ედიპ ადივარის მოგონებებში და რომანში "თურქის გამოცდა ცეცხლთით" (Türk'ün Ateşle İmtihanı) და რომ ადივარი 1921 წლის იანვარში ქალაქ ესქისეჰირში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მდივანს შეხვდა.

    მისივე თქმით, მაშინდელი საქართველოს დიპლომატიური მისია ანკარაში, ქალაქგარეთ, ჯებეჯის უბანში გაიხსნა.

    საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ანკარაში ჩამოსვლიდან მალევე, 1921 წლის 8 თებერვალს, მდივანმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს და დაამატა: ”ეს ფაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს წარმომადგენელი პირველი უცხოელი ელჩი იყო, რომელმაც თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს რწმუნებათა სიგელი გადასცა. მდივანი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმით, რომ იგი იყო ელჩი, რომელმაც პირველმა მიულოცა ახალ თურქეთს თავისუფლება.“

    ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია ბევრ გაზეთში გაშუქდა და მის შესახებ სტატია გამოქვეყნდა სააგენტო „ანადოლუს“-ს 9 თებერვლის ნომერშიც.

    მან აღნიშნა, რომ რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ათათურქი და მდივანი კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, რომ ათათურქი პატივისცემის ნიშნად ანკარაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ორჯერ ეწვია და დაამატა: „ეს ვითარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორივე მხარის მიერ კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღმავებისათვის მინიჭიებულ მნიშვნელობას.“

    გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მდივანი ცოტა ხნით ანკარაში დარჩა, შემდეგ კი სტამბოლის გავლით საფრანგეთში გადასახლდა და იქ გარდაიცვალა.

    ელჩის თქმით, საქართველოს მიერ ანკარაში მისიის გახსნის გადაწყვეტილება თურქეთის მიერ თბილისში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ ერთად იქნა მიღებული და თურქეთის დიდი ერონული კრების 1920 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებული გადაწყვეტილების და მუსტაფა ქემალის 1920 წლის 13 ნოემბრის მითითებით, ათათურქის უახლოესი გარემოცვიდან, თანამებრძოლი პოლკოვნიკი ქაზიმ დირიქი თბილისში „ანკარის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელად“ იქნა დანიშნული.

    თურქეთი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერს

    "მეამაყება, რომ ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის და 1921 წლის 8 თებერვალს საქართველოს ელჩის მიერ თურქეთის მთავრობის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის 100 წლის იუბილეზე, ვარ თურქეთის რესპულიკაში საქართველოს წარმომადგენელი, როგორც ელჩი“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

    მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ განვლილ 100 წელში საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლურმა ურთიერთობებმა ახალი განზომილებები შეიძინა და შემდეგი სიტყვებით განაგრძო: "ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის მცდელობებს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ყოველთვის მხარს უჭერს. ბოლო წლებში, ორივე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, ენერგეტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, განათლების მსგავს მრავალ სფეროში განხორციელდა ან ამჟამად ხორციელდება უამრავი გიგანტური პროექტი. ასევე საქართველო-თურქეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, 2016 წელს სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი დონის საბჭოს შექმნით კიდევ უფრო გაღრმავდა. დღეს, კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების მიზნით, ორივე ქვეყანა ავლენს სერიოზული ნებას და დიდი ძალისხმევა ხორციელდება.”

    ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ მას სურს პირადი და ქვეყნის სახელით, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის მიმართ მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გამოხატოს მადლიერება.

    ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიის ანკარაში ამოქმედების 70-ე წლისთავზე თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოიკიდებლობა აღიარა და 1992 წლის 21 მაისს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.  

    გიორგი ჯანჯღავას თქმით, 1992 წლის 30 ივლისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“.

    ”მადლობას ვუხდი თურქეთს კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის”

    "მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მივმართო თურქეთის რესპუბლიკას და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ახალი ტიპის კორონავირუსს (კოვიდ -19) წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის“-აღნიშნა ელჩმა.

    მისივე თქმით, თურქეთი შევიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შესვლის უფლება მიეცათ და ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ საძირკველს ემყარება.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2021/02/08/sak-art-velos-elch-i-t-urk-et-shi-giorgi-janjg-ava-t-urk-et-i-qovelt-vis-mxars-uchers-sak-art-velos-suverenitets-1579450

  • ალექსეი ნავალნი დააკავეს, ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყონებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, მოსკოვში აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს, ხოლო მის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას, მასთან ყოფნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის ფედერალური ციხის სამსახურების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი, რომელსაც 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის განმეორებით დარღვევებზე ეძებდნენ, შერემეტიევოს აეროპორტში იქნა დაკავებული.

    მეორეს მხრივ, ალექსეი ნავალნის დაკავებას ევროკავშირისგან მაშინვე მოჰყვა გამოხმაურებები.

    ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას „მიუღებელ“ ფაქტს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

    ფაქტს ასევე გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელიც და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და იგი გაათავისუფლოს.

    ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს, რომელიც საავადმყოფოდან გასული წლის 23 სექტემბერს გაწერეს.

     

  • "ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ" - ნინი ქარსელაძე რუსეთში მიემგზავრება

    მომღერალი ნინი ქარსელაძე იანვრიდან საცხოვრებლად მოსკოვში მიემგზავრება მან ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

    „ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ევროპაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს ადამიანები ტრადიციულად, მენტალურად არ არიან ქართველებთან ახლოს. ალბათ, ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წახვიდე იქ, რომ ევროპას აუწყო ფეხი, მოერგო და შეეწყო. ყველაზე კარგად თავს მოსკოვში ვგრძნობ, სადაც დედაჩემის ბავშვობის მეგობართან, მაია ყიფიანთან და მის არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან კომფორტული და საყვარელი ადამიანი არიან და მათ გვერდით ნამდვილად არ გამიჭირდება. ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს რუსეთში, მათ შორის გავლენიანი, ვისაც შეუძლია გზაზე დამაყენოს და შემოთავაზებებიც მაქვს. იანვრამდე თბილისში ვარ, მერე აუცილებლად წავალ და იქ ავაწყობ ჩემს კარიერას“, აღნიშნავს ნინი "თბილისელენთან".

  • მოსკოვში ონლაინ თამაშის, "ლურჯი ვეშაპის", ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს

    მოსკოვში სახიფათო ონლაინ თამაშის, ლურჯი ვეშაპის, ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს. 26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა სახლის სახურავზე აიყვანეს, შემდეგ კი ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.

    მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

    თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, საბოლოო მიზანი კი თვითმკვლელობა იყო.

  • მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა

    მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

    სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია. 

    მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა. 

    ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური