ერაყში ISIS-ის 40-მდე საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 13:48

ერაყში საიდუმლო დამაკავშირებელი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც არსებული ინფორმაციით ISIS-ის მიერ არის გათხრილი. ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით გვირაბები  ერაყის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. გვირაბების რაოდენობა დაახლოებით 40-ია და ის მოიცავს საძილე ადგილებს, მასში არის ელქტრო გაყვანილობა, ამერიკული ბომბების შესაქმნელი ხელსაწყოები, საჭმელი, ტანსაცმელი და კორეაში დამზადებული სამედიცინო ნივთები.

Dailymail-ის ინფორმაციით გვირაბები გრძელია და ის საცხოვრებელ სახლებს აკავშირებს.  

გვირაბები ქურთმა სამხედროებმა, ერაყის ჩრდილო-დასავლეთით აღმოაჩინეს.

ეს ტერიტორია წელიწადზე მეტი ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ კონტროლირდება და ამ ადგილის გათავისუფლება სულ ცოტა ხნის წინ მოხდა.  

წაკითხულია 509 ჯერ

Related items

  • ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ერაყის დედაქალაქ, ბაღდადში ერთ-ერთ ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთში, „ჯემილე“-ს სახელწოდების ბაზარში მოხდა. აფეთქების შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.  ბაღდადში ასევე, გუშინ მომხდარი ორი აფეთქების შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. უსაფრთხოების სისუსტის გამო აღნიშნულ ქალაქში აფეთქებები ხშირად ხდება.

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის თაობაზე "სიენენი" ოთხ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნჯობით ავრცელებს.
    მასიური ბომბი სახელწოდებით, "MOAB", რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ადგილობრივი დროით, შვიდ საათზე ჩამოაგდეს ავღანეთში. საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენდა. თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის გარეუბანში განხორციელდა. 
    ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერლის შესახებ.

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აშშ-მ ერაყის ომის დროს შექმნა და ეს ყველაზე ძლიერი, 9,5 ტონიანი ბომბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მან პირველად გამოიყენა.

  • "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქი სამხედროების ცოცხლად დაწვის კადრები გაავრცელა

    ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ორი თურქი სამხედროს ცოცხლად დაწვის კადრები. ჩანაწერში ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ტყვედ ჩავარდნილი თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.

    ჯიჰადისტების მტკიცებით, 19-წუთიანი ვიდეორგოლი სირიაში, ალეპოს პროვინციაშია გადაღებული. ჩანაწერში ისმის თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისამართით შეუარაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ისლამისტები სამხედროებს ცეცხლს უკიდებენ.

    ვიდეოს გავრცელების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაიბლოკა.

    თურქეთის  მთავრობას ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა არმიის წარმომადგენლებმა ორ სამხედროსთან კავშირის დაკარგვა დაადასტურეს.

    ორი წლის წინ ინტერნეტში ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორც წვავენ ცოცხლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იორდანელ მფრინავს.

     

  • არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

    არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
    არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
    ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
    ″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
    გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

    წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური