ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებული ლიზა ჩიჩუა გახდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 11:49

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში,  ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტური გაიმართა. კონკურსი   ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. რესპუბლიკურ ტურში მონაწილეობა  ქალაქ თბილისის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ვოკალისტებმა მიიღეს, რომლებმაც ჟიურის წინაშე ქართულ ენოვანი სიმღერითა და ეროვნული სამოსით წარსდგნენ.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ასევე საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელები სტამბულიდან და რუმინეთიდან. წელს გამართულ კონკურსში ჟიურის რჩეული ლიზა ჩუჩუა გახდა, რომელსაც საშუალება მიეცა ასპარეზობა ფინალური ეტაპისთვის განაგრძოს. გამარჯვებულს ორგანიზატორებისაგან დაწესებული სამახსოვრო საჩუქარი და დიპლომი გადაეცა.
გასულ წელს რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე   დემირელის სკოლის მოსწავლე ირინა ხეჩანოვმა  პირველი ადგილი აიღო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ცენტრი მდებარეობს ქალაქ სტამბულში, სადაც თავს იყრის მსოფლიოს 170 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი. „ჩაღლარის„  სასწავლო დაწესებულებები ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2016 წლის მაისში ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მე-14-ედ  ჩატარდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული ქართველო კონკურსანტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსის ფინალში. გარდა ამისა, ენისა და კულტურის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეირჩევა 5 ვოკალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მუსიკალურ ტურნეში, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს.
ენისა და კულტურის XIII საერთაშორისო ფესტივალი რუმინეთში ჩატარდა. აღნიშნული ფესტივალის დახურვის ცერემონიალი შედგა გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ვესტფალიის დარბაზში. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კი გალა-კონცერტი გაიმართა. ბრიუსელში ფესტივალის პროგრამა ევროკავშირის პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ იმართება.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე: www.intflc.org

წაკითხულია 1195 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

    მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
     
    პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.
     
    კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
     
    პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING
     
    აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის  24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.  
    სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.
     
    საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

    განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
     
    - დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N 2);
    - ფოტოსურათი;
    - CV ქართულ ენაზე;
    - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
    - საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით);
    - ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (იხ. დანართი 3).
     
    საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
     
    - ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებით და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
    - გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
    - დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
    - შესრულების ვადას;
    - მოსალოდნელ შედეგს.
     

    დანართი N1 – პროგრამის შესახებ;
    დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა;
    დანართი N3 - ხარჯთაღრცხვის ფორმა;

  • ევროკავშირი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში
    პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

    ,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიმდინარე წლის თემა - ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე,  დამცველი და  მხარდამჭერი.”

    ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად:

    „დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, გვსურს გამოვაცხადოთ მეცხრე კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. მისი მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, წახალისება და შესაბამისი დაფასება. გასულ წელს მერგო პატივი, დამეჯილდოვებინა არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ნაშრომები. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ კონკურსის წლევანდელი მონაწილეები შარშანდელ მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“.
     
    სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა:

    „ნდობის აღდგენის პოტენციალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინფორმაციას აწვდის მედია საზოგადოებას. ჩვენ,  დიდი სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით ვეძებთ მომზადებულ მასალებს, რომლებიც გვიყვება როგორც კონფლიქტურ სიტუაციებზე, ასევე კონფლიქტებით დაზარალებულ ადამიანებზე“.

    ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.  ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

    კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს  7 კატეგორიაში გაიცემა:
    • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
    • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
    • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
    • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
    • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
    • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
    • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
    ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ:  https://www.euprizejournalism.ge/ge/rules

    პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით.

    სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

    საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

    განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: www.euprizejournalism.ge

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში:  თამარ მიქაძე,  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, JLIB_HTML_CLOAKING

    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), JLIB_HTML_CLOAKING

     
    ***
     
    მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.
     
    2020 წლის 3 მაისის თემაა „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“. მისი მიზანია, ზომების მიღება მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღის 2020 წლის თემა მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, სასამართლო და საკანონმდებლო სექტორს, ინტერნეტ ბიზნესებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამეცნიერო სექტორს და ახალგაზრდებს, მიიღონ ყველა ზომა მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად. წლევანდელი თემა ძალიან დროული შეხსენებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა  მედიის თავისუფლებისათვის, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და მედიაზე კონტროლის ძველი და ახალი ფორმების არსებობის  ეპოქაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის გადამწყვეტ როლს საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაცის, მრავალმხრივი და განსხვავებული მოსაზრებებისა და ხედვების მიწოდების თვალსაზრისით. 
     
    დამატებითი ვიდეო და ფოტო მასალა
    https://wetransfer.com/downloads/5f9c039cef10bebe56ef0a7ea811e62d20200501183209/7363a1d2bb22138b998f99566e4d420420200501183222/e12408
    https://we.tl/t-Y3Kok2kQF5
  • გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

    საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

    საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
    • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
      • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

    2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

    განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

    • სწავლის საფასური
    • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
    • ტრანსპორტი
    • სამედიცინო დაზღვევა
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
    • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
    • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

    გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

    პროგრამის ანგარიში

    სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

    სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

    სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

    ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

    ბრძანება/დებულება

    პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

    მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

    ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

     

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს 2020 წლის 16 აპრილს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

    შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის  გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე;

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

    ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

    ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

    თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე:  თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატურებს არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

     

  • როგორ გამოვჩნდეთ საქართველოს გემბლინგის შემოსავლიან ბაზარზე? წამყვანი ექსპერტები განიხილავენ რეალურ ქეისებს Georgia iGaming Affiliate Conference

    18 ოქტომბერს თბილისში ჩაივლის პრაქტიკული ივენთი Georgia iGaming Affiliate Conference (GiAC).  სათამაშო ოპერატორები, სარეკლამო სააგენტოები, მარკეტოლოგები, აფილიატები და ვებ-მასტერები გააზიარებენ გამოცდილებას იმისა, თუ როგორ მივიღოთ დღეს კარგი შემოსავალი გემბლინგიდან.

    კონფერენციის მიზანია - ონლაინ და ოფლაინ კაზინოების გაერთიანება, ნეთვორქინგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პირობების შექმნა, შემოსავლის გაზრდა, კანონის ფარგლებში საქმეების წარმოება, ჯარიმებისგან თავის აცილება და ბიზნესის გაფართოება.

    სფეროს მთავარ ექსპერტებთან პირისპირ საუბარი საუკეთესო გზაა იმისთვის, რათა განავითაროთ საკუთარი თავი და ბიზნესი: თქვენ გაიგებთ როგორ გახსნათ კაზინო საქართველოში, მოიზიდოთ ინვესტიციები, გაზარდოთ კლიენტთა დინება და იპოვოთ ტრაფიკის წყაროები.

    პროგრამაშია:

    როგორ შევქმნათ მიმზიდველი ონლაინ-ოფერი.

    ლევონ ნიკოგოსიანი მეწარმე და დეველოპერი. დააფუძნა PartnerMatrix- აფილიატებთან და აგენტებთან სამუშაოდ შექმნილი უბრალო და მოსახერხებელი პროგრამული უზრუნველყოფა: API-ს ინტეგრაციით, უფლებების მოქნილი კონფიგურაციით, ავტოგადახდებით, ჩაშენებული ანგარიშითა და ანალიტიკით.

    როგორ მოვიყვანოთ მოთამაშეები ჩვენს კაზინოში, როცა გარშემო მილიონი სხვაა. პარტნიორული მარკეტინგის სტრატეგიები ბეთინგურ პარტნიორულ ვებ-გვერდზე აქცენტითა და ორგანული SEO-თი

    ნიკოლა მინკოვი, მეწარმე, დაკავებული იყო SEO-თი მანამ, სანამ ის მეინსტრიმად იქცეოდა. დაარსა სააგენტო Serpact-ი და ეხმარება ბიზნესებს კონტენტის მეშვეობით მათი მომსახურების გაყიდვაში. 2012 წლიდან Serpact-მა დახურა 700 პროექტი.

    სიახლეები საქართველოს სათამაშო ბიზნესის კანონებსა და რეგულირებაში. როგორ ვაწარმოოთ საქმიანობა კანონის ფარგლებში, ავერიდოთ ჯარიმებს და მივიღოთ მეტი შემოსავალი საკუთარ საქმიანობაში.

    თეონა შიუკაშვილი უკვე 10 წელია გასცემს კაზინოს გახსნის საშვებს და დღეს ხელმძღვანელობს სათამაშო ბიზნესის სარეგულაციო განყოფილებას საქართველოს შემოსავლების სამსახურში.

    Must See: პანელური დისკუსია ონლაინ და ოფლაინ კაზინოების წამყვან პრაქტიკოს-ექსპერტებთან. კლიენტების ყურადღებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტების გარჩევა.

    შოთა ამირანაშვილი, აჭარის კაზინოს ასოციაციის პრეზიდენტი. 13 წლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოში. საუკეთესო ინფორმაცია. 21+.

    გიორგი გვენეტაძე, adjarabet.com-ის პროდუქტების მარკეტინგის ხელმძღვანელი. ახალ თაობაზე ფსონის დადება და ბისზნესისადმი კრეატიული მიდომა დაეხმარა Adjarabet-ს Paddy Power Betfair-თან 132$ მლნ-იანი ხელშეკრულების დადებაში. ზუსტად მსგავსმა მიდგომამ 2019 წელს „კანის ლომებთან“ მიიყვანა გიორგი „ოქრომდე“ მარკეტინგის კატეგორიაში.

    Afterparty

    Afterparty ჩაივლის კონფერენციის შემდეგ, სადაც სპიკერები, სპონსორები, მონაწილეები და VIP-ბილეთების მფლობელები ქართული ღვინის თანხლებით განაგრძობენ საუბრებს.

    წვეულების, ისევე, როგორც მთლიანად ღონისძიების, ორგანიზატორია ინტერნაციონალური კომპანია, Smile-Expo, რომელიც უკვე 13 წელია გეგმავს მოვლენებს ბიზნესისა და უახლესი ტექნოლოგიების გასაყარზე.

    როდის: პარასკევს, 2019 წლის 18 ოქტომბერს

    სად: The Biltmore Tbilisi Hotel

    დარჩა 20 ბილეთი კატეგორიაში „ბიზნესი“ early bird ფასად. არ გადადოთ, ფასი გაიზრდება.

    გამოსვლების ვიდეოჩაწერა და ონლაინ-ტრანსლაცია არ იქნება.

    დარეგისტრირდით Georgia iGaming Affiliate Conference- ზე ყველაზე დაბალ ფასად ახლავე.

     

     

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური