დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 11:59

ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.   

ბორჩაშვილი ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განაგრძობს, რის გამოც, სამართლებრივი პროცედურა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება. 

ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დაკავებულს  მარჯვენა კიდურის ზედა ნაწილში 7 თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა, რის გამოც ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

წაკითხულია 828 ჯერ

Related items

  • პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

    ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

    ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

  • გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

    შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა, სადაც მორიგი დაპირისპირებაა.

    თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს. სოფელ ბირკიანის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა.

    პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

    აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    წყარო: 1tv.ge

  • პანკისის ხეობაში მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

    აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირებისას პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

    პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

    წყარო: 1tv.ge

     

  • მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

    მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა - „ბახალას“ ახალი ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს გააცნეს. მსახიობს გამოძიება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ შსს-ს მიერ მოყვანილ პერიოდში ის თურქეთში იმყოფებოდა.

    გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის 8 წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. იმ შემთხვევაში თუ მსახიობს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის საქმეზე მონაწილეობა დაუმტკიცდება გიორგანაშვილს 15 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  • პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

    პრეზიდენტის შვილის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 
    როგორც კაჭარავას ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ კაჭარავასგან სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება ამოიღეს.

     

    თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

    როგორც  შსს-ში განაცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
    უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

     

    ცნობისთვის კაჭარავა გუშინ დააკავეს. განცხადება რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური