ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2015 17:15

ფარავნის უხელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა. კოდა ფარცხისი მანგლისი წალკა ნინოწმინდის საავტომობილო გზის ტიკმონტაჟის მონაკვეთზე მოძრაობა 2 დღიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ,მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნინოწმინდამდე მოკლე გზით მივიდნენ. როცა აღნიშნული მონაკვეთი დაკეტილია მაშინ მოძრაობა შესაძლებელია ხაშური -ახალციხე -ნინოწმინდის გზაზე ხორციელდება . 

წაკითხულია 708 ჯერ

Related items

  • თბილისის რამდენიმე უბნის მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს რამდენიმე უბნის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, 31 მაისს კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ტერევენკოს და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების აცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, ჩარგლის, სამოცდამეცამეტე, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დელისის, ასათიანის, ნიკო ბურის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოძრაობა შეიზღუდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეგიონებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

    "საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, საზოგადოებრივი წესრიგისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ:

    სამეგრელოს რეგიონი

    ზუგდიდი
    24 მაისს, 23:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას, ალექსანდრე კიკალიშვილის, სპირიდონ კედიას, თეატრისა და ნარმანიას ქუჩებზე, რუსთაველის გამზირისა და მეუნარგიას ქუჩის ნაწილზე.

    მძღოლებს მოძრაობა შეეძლებათ მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, N1 სკოლის გავლით, კონსტანტინე გამსახურდიას და თავისუფლების ქუჩებზე. მოძრაობა აღდგება 27 მაისს, 06:00 საათზე.

    ფოთი
    26 მაისს, 07:00 საათიდან, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის რკალზე, 26 მაისის, წმინდა ნინოს, გიორგი ჭანტურიას, ფარნავაზ მეფის და ლაგრანჟის ქუჩებზე.

    სენაკი
    26 მაისს, 07:00 საათიდან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება რუსთაველი-ქურდოვანიძის გზაჯვარედინიდან რუსთაველი-წერეთლის გზაჯვარედინამდე, ასევე, წმინდა ნინოს და წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა აღდგება 26 მაისს, 24:00 საათზე.

    კახეთის რეგიონი

    თელავი
    26 მაისს 24:00 საათიდან 27 მაისის 10:00 საათამდე დაიკეტება ერეკლე მეორის და 26 მაისის ქუჩები.

    სიღნაღი
    26 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე მოძრაობა აიკრძალება აღმაშენებლის ქუჩაზე.

    საგარეჯო
    26 მაისს გადაიკეტება ერეკლე მეორისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთა.

    დედოფლისწყარო
    26 მაისს დაიკეტება რუსთაველის ქუჩის ნაწილი.

    ლაგოდეხი
    26 მაისს, 12 საათიდან 24 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება 26 მაისის ქუჩაზე.

    მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
    მცხეთაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 26 მაისს, გადაიკეტება სამხედროს ქუჩა, კერძოდ, რესტორანი "გუჯარიდან" შადრევნამდე.

    გურიის რეგიონი

    ოზურგეთი
    26 მაისს, დილის 9 საათიდან 23 საათამდე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტება თეატრალური მოედნისა და ჭადრების პარკის ტერიტორია, კერძოდ:

    • გმირთა მოედნიდან - ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი;

    • ფარნავაზ მეფის ქუჩის დასაწყისი;

    • რუსთაველის ქუჩის დასაწყისი;

    • ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი.

    • რამიშვილის ქუჩა (იუსტიციის სახლის და სასტუმრო „გურიას“ შორის მონაკვეთი);

    • იოანე პეტრიწის ქუჩა, სასტუმრო „გურიიდან“ ჭადრების პარკის კუთხემდე.

    ქვემო-ქართლის რეგიონი

    26 მაისისთვის ღონისძიებასთან დაკავშირებით გზებზე გარკვეული შეზღუდვა დაწესდება:

    რუსთავი - 25 მაისს, 24:00 საათიდან 26 მაისის 20:00 საათამდე, დაიკეტება მშენებელთა ქუჩა (რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორია).

    მარნეული - 25 მაისს, 15:00 საათიდან 26 მაისს დღის ბოლომდე, დაიკეტება რუსთაველის ქუჩა (მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორია).

    ბოლნისი - 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დაიკეტება სულხან საბას ქუჩა (მერიის მიმდებარე ტერიტორია).

    იმერეთის რეგიონი

    ქუთაისი
    25 მაისს, 23:00 საათზე, დაიკეტება მეფეთუბანი, კერძოდ, პირველ საჯარო სკოლასთან - ცისფერყანწელების ქუჩა, ცენტრალური მოედანი და მასზე ყველა შემომსვლელი და გამსვლელი ქუჩა. ავტომანქანები ცენტრალური მოედნის შემოვლით იმოძრავებენ ფალიაშვილის ქუჩაზე, თბილისის ქუჩის გავლით.

    შიდა ქართლი

    გორი
    24 მაისს, 24:00 საათიდან 27 მაისის 15:00 საათამდე გადაიკეტება სტალინის გამზირი და ცენტრალური მოედანი.

    სამცხე-ჯავახეთი

    ახალციხე
    საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 26 მაისს, 11:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მერაბ კოსტავას, ნებიერიძისა და ნათენაძის ქუჩებზე. ახალციხეში დაგეგმილი მარათონის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

  • პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

    ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

    “თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
    აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

  • თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ვაკის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე მესხის, ვეძინის, ჩაბალის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და გიგაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ჭილაძის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის და წერეთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, მექანიზაციის, გვაზაურის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, თმოგვის და კნოლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ფანასკერტელ-ციციშვილის (სამგორი) ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შორაპნის II ქუჩის მაცხოვრებლებს.

    დიდგორის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის, ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, გორგასლის (ნაწილობრივ) და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების, ვერცხლის, ყავლაშვილის, ალექსანდრე დიუმას და ავლევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 24 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

    დიდგორის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გმირთა მოედნის, კოსტავას, სანაპიროს, ალექსიძის, ბენდელიანის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ნადირაძის, ქავთარაძის, ფხაკაძის, ჟღენტის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გოგაშენის, იფნევის, დვირის, ბჟოლეთის, ედისის, კვერნაულის, ვაზიანის, არალეთის, ჟველაურის და ზვარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, საყვირის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, წიწამურის, ზესტაფონის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ბაგინეთის და ტრაქტორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სალხინოს, 9 ძმის , დოდო აბაშიძის, ლებარდოს, თეკლათის, გივიშვილის, სენაკის, ქვალონის, ტაშირის, ასხინის, აბაშის, ცაიშის, ჭალადიდის, ლანჩხუთის, ხონის, ლაილაშის და ყირიმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება მარუაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, ახუნდოვის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ზანდუკელის და მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის, შუშის, ჭედიას, სარაჯიშვილის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი
    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური