მიანმაში მეწყერის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა 100-ს კი ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 17:11

მსხხვერპლი მოყვა მიანმაში ჩამოწოლილ მეწყერს - სტიქიის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა, მომხდარის გამო ქალაქ პაკანტში 100- ი ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მეწყერში მოყვნენ ნეპრიტის მომპოვებელი მაღაროს მუშებიც. 

წაკითხულია 751 ჯერ

Related items

  • ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

     
    6 ივლისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
     
    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.
     
    გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
  • ავარია რიკოთთან - დაღუპულია 6 ადამიანი

    რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. 

    შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

  • რაჭაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

    როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. 

    დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

    მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს. 

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას, მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მაოსიანის მაზრაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 93-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

  • ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა

    ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა- აცხადებს თბილისის მერი. დავით ნარმანიას თქმით,შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამასს გართულება არ მოჰყოლია. ნარმანიამ გასულ ღამეს მოსული წვიმის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უხვ ნალექს არსებითი შეფერხება და სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია და მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური