ზემო ვეძისის ქუჩაზე მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2015 10:32

ზემო ვეძისის ქუჩაზე მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორა, მიზეზი ცენტრალური მილის დაზიანებაა, რომელიც გუშინ საღამოს გასკდა.

დიდი რაოდენობით მოვარდნილი წყალი მოსახლეობის სახლებში შეიჭრა. ადგილობრივებმა მაშინვე მიმართეს სამაშველო სამსახურს და წყალკანალს. როგორც ზემო ვეძისის მოსახლეობა აცხადებს, მათ დასახმარებლად მოსვლა შესაბამისმა სამსახურებმა დააგვიანეს.

ამ დროისთვის დაიზანებული მილი გადაკეტილია და სახლებში წყალი ამოტუმბულია, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდა გამგებელიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლიან. 

წაკითხულია 447 ჯერ

Related items

  • საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს

    დიდ დიღომში წყლის მილზე მომხდარი დაზიანებასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს:


    საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს, 07:00 საათზე შევიდა. ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

    ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.

    შემთხვევის ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანია „ჯივიპის“ ინფორმაციით, დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება.

    შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს.

  • დიდ დიღომში წყლის მაგისტრალური მილი გასკდა-დაიტბორილია სადარბაზოები

    დიდ დიღომში წყლის მაგისტრალური მილი გასკდა. დაიტბორა ოთხი კორპუსის სადარბაზო. 

    მაღალი წნევით ჭავლის ამოხეთქვის შედეგად, ეზოში მდგარი რამდენიმე ავტომობილის მინები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ავტომობილები დაზიანდა კორპუსების მიწისქვეშა ავტოსადგომებშიც. წყლის ნაკადმა ავტოსადგომზე მდგომი მანქანებიც დააზიანა. 

    ამ დროისთვის ადგილზე საავარიო სამსახური მუშაობს. ადგილზე იმყოფება გამგეობის წარმომადგენელიც.

  • დავით ნარმანიამ დაზიანებულ გზებზე და მათი რეაბილიტაციის გეგმაზე ისაუბრა

    დაზიანებული გზები და მათი რეაბილიტაციის გეგმებზე ისაუბრა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანიას განცახდებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.“ ვავალებ შესაბამის სამსახურებს - კეთილმოწყობის სამსახურს და რაიონულ გამგეობებს, რომ ტემპს და ხარისხს მივაქციოთ, როგორც წესი ყურადღება ერთის მხრივ და მეორე მხრივ ვიმუშაოთ ინტენსიურად, რათა დროულად მოვაწესრიგოთ გზები, დრულად აღვადგნინოთ დაზიანებული გზების საფარი. ზედამხედველობა განხორციელდება აუცილებლად, როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის მხრიდან, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან. მე პირადადაც ხშირად დავდივარ და ვამოწმებ საგზაო სამუშაოებს სხვადასხვა უბნებში, მათ შორის მოულოდნენ რეჟიში და ეს შემომწმებები აუცილებადფ გაგრძელდება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

  • წვიმის შედეგად კვლავ დაიტბორა ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქი.

    სტიქია აჭარაში - ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორია დაიტბორა. 

    დაზარალდნენ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები. რამდენიმე მათგანი ამ დრომდე ვერ ახერხებს საცხოვრებლიდან გამოსვლას. 

    განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხელვაჩაურში ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე 2 000-მდე თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობს. აჭარის მთავრობა ოთხი წელია მათ საკითხს სწავლობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

  • უკვე მეხუთედ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ნაწილი წყალმა დააზიანა

    უკვე მეხუთედ თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალის ნაწილი წყალმა დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები ამ მონაკვეთზე გუშინ დასრულდა.

    მაგრამ, დღეს მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და გზის საფარი კვლავ დააზიანა.

    ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. თუმცა, ამინდის გაუმჯობესებამდე აღდგენითი სამუშაოები შეფერხებულია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური