თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:36

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წელს   დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.  

2016 წლის გაზაფხულისთვის კი მთლიანად დამთავრდება გარე განათების მონტაჟი  და მეორადი გზების დაგება.  ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია  ხელოვნური ნაგებობებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. 

აშენდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მხარეს, ასევე, გზის შემოფარგვლის, ტროტუარების მოწყობის, გარე განათების ქსელის მონტაჟისა და გზის გამწვანების სამუშაოები. 

 პროცესს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

წაკითხულია 767 ჯერ

Related items

  • კახა კალაძე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება

    ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება- ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

    კახა კალაძის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. 

    კალაძის განცხადებით, არეალის განსავითარებლად შემუშავდება გეგმა და მანამ სანამ გეგმა არ იქნება მზად, მშენებლობები შეჩერდება. 

    თბილისის მერის განცხადებითვე, განაშენიანება შეწყდება და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დიღმის ჭალებშიც. 

  • თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

    საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 

    ფორუმის  პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა.  ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი  კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა  გააცნო. 

    გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია,  რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან. 

    ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და  ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა.  დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია  29 წევრისგან  შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.  

    აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 

    2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.

    2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

    იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

  • საბურთალოზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

    საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
    შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

  • თეთრიწყაროსა და მარნეულში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება
    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება. სოფლებში - ასურეთსა და ალგეთში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ორივე პროექტისათვის ერთობლივად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საბავშვო ბაღები 200 - მდე ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობის პროცესი ქვემო ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
  • ქვესადგურ „მარნეული 500-ის" მშენებლობა დასრულდა

    თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500", რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

    ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. 

    "მარნეული 500"-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება. 

    "ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა" და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. 

    გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

    პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მთავრობის პარტნიორ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის - KFW-ს, მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. 

    "ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნის ენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

    „მარნეული 500"-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური "მარნეული-500"-ის აშენებით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი", რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობა გამოუცხადა. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური