საქართველოს პრეზიდენტი მალიში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 14:17

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მალის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.

"20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან.

"ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს.

"მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება.

"საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

წაკითხულია 684 ჯერ

Related items

  • 11 სექტემბრის ტერაქტში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს
    ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის მონაწილე 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას.
     
    სწავლების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების თანახელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან მაიერსმა ტერაქტში დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
     
    საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება “Agile Spirit 2018” სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გუშინ დაიხურა.
  • მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
    შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
    დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
    "განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

  • თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.
    დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

    პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

    პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

    ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. 

  • მანჩესტერის ტერაქტი - უსახლკარო , რომელიც თავგანწირვისა და გმირობის სიმბოლოდ იქცა

    მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერაქტი უკვე შეფასდა ახალგაზრდების, მომავალი თაობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ ქმედებად.

    სოციალურ ქსელში ბევრი შემზარავი ფოტო თუ ისტორია გავრცელდა. გავიგეთ, როგორ დაკარგა დედამ 8 წლის გოგონა აფეთქების შედეგად გამოწვეული პანიკის შემდეგ, მოგვიანებით კი გარდაცვლილი იპოვეს... როგორ დაიღუპა სამი შვილის დედა... 

    თუმცა, დღეს , გიყვებით ადამიანზე რომელმაც სხვების გადასარჩენად, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეეში ჩააგდო და გმირობის მაგალითად იქცა.

    33 წლის კრის პარკერი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უსახლკაროა და მანჩესტერის ქუჩებში ცხოვრობს, თავგანწირვისა და გამბედაობის სიმბოლო გახდა.

    მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტული აქტისას, კრისი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, რადგან „ ხალხმრავლობის გამო მოწყალების სათხოვნელად კარგი ადგილი იყო.“

     

    მაშინ, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა, არენიდან კი შეშინებული და დასისხლიანებული ხალხი გამორბოდა, ნაცვლად იმისა, რომ მას საკუთარ უსაფრთხოებაზე ეზრუნა და შემთხვევის ადგილს გარიდებოდა, დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა.

    აფეთქების ძალამ კრისი წააქცია, თუმცა მალევე წამოდგა.

    დაჭრილ გოგონას ფეხიდან ლურსმანი ამოაცალა, მეორე ბავშვი ხელში აიტაცა და ხალხის მასას მოაშორა. შემდეგ გოგონას დამშვიდება სცადა, რომელმაც აფეთქებისას ფეხი დაკარგა, მაისური გაიხადა და ფეხი შეუხვია. ქალის გადარჩენა სცადა, თუმცა მკლავებში ჩააკვდა. გარდაცვლილი ქალი დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული.

    მას შემდეგ, რაც თვითერის მომხარებლები "უსახლკარო ბიჭის გმირობაზე" წერდნენ, მედია მისით დაინტერესდა და მალევე იპოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, კრისმა განაცხადა, რომ ძალიან აკვირვებს, რატომ გახდა მისი საქციელი ამგავრი ყურადღების ღირსი.

    „რადგან უსახლკარო ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ გული არ მაქვს , რომ ადამიანი არ ვარ. მჯერა, მე რომ დამხმარება დამჭორვებოდა, ვიღაც აუცილებლად მოვიდა და დამეხმარებოდა... იქ ბავშვები იყვნენ... ძალიან ბევრი ბავშვი, დასისხლიანებულები... ტიროდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გარბოდნენ“ - განუცხადა კრისმა Press Association-ს.

    მას შემდეგ რა უსახლკარო კრისის გმირობის შესახებ მედიამ დაწერა, მის დასახმარებლად ონლაინ გვერდი შეიქმნა. ამ დროისთვის კრისისთვის 40 000 დოლარამდე შეგროვდა.

    მანჩესტერ არენაზე ტერაქტი პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 119-ს შეადგენს. კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობას სწორედ ბავშვები შეადგენდნენ.

    თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა.

    აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

  • სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებში აფეთქება მოხდა

    აფეთქება რუსეთში. აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

    რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

     წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

     
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური