არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:55

არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. შეხვედრის ორგანიზება თავად პარტიების ლიდერებმა მოითხოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე გეგმავენ მსჯელობას. პარტიების ლიდერები და ელჩები უკვე შეიკრიბნენ დახურულ კარს მიღმა.  

შეხვედრის მთავარი თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ოპოზიცია სწორედ 2016 წლის არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.

"ივანიშვილი მოვიდა არჩევნების გზით, მაგრამ თუ არ გაატარა მან საარჩევნო რეფორმა და ისე დატოვა ყველაფერი, როგორც დღეს არის, შესაძლოა, წასვლა მოუწიოს არასაარჩევნო მეთოდებით,“ - განაცხადალეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

წაკითხულია 620 ჯერ

Related items

  • ჩინეთის ელჩი ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

    ქალბატონმა ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

    მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივიობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

     

  • ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

    შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

    შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

  • "ოპოზიციამ შესაძლოა ცესკოს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს" - გია აბაშიძე

     ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური,  ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას  ცდილობს, რადგან  მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია,  შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი.

     აბაშიძის აზრით, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეეძლო სულ სხვა სახით მოეხდინა ამ სიის კომპრომეტირება.  მაგალითად,  მხარდამჭერთა სიაში „მკვდარი სულების“ მასობრივად შეყვანით.

    „მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ და ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ცხადია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები  და მაღალი ალბათობით,  ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდა „სახელმწიფო ხალხისათვის“,  „ახალი საქართველოს“ ,  თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში და ის უბრალოდ ჩაწერეს, როგორც ე.წ. მხარდამჭერი. ბუნებრივია,  ამ  ყველაფერს გამოძიება დაადგენს.“- განაცხადა გია აბაშიძემ.

    ექსპერტი არ გამორიცხავს, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ იმდენად შორს წავიდეს,   რომ ამომრჩეველებზე ზეწოლის მიზნით, ცესკოს ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოყვანა- გავრცელებაც დააბრალოს. 

     

     

  • ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს

    ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვაკის პარკში იმყოფებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, 9 მაისი არის მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ამ დღეს დამარცხდა ფაშიზმი.

    „ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ამაყნი ვართ, რომ საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ეს დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვეტერანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, ამიტომ ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, რომ ვეტერანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს,“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, მსოფლიო ზეიმობს „მსოფლიო ბოროტების-ფაშიზმის“ დამარცხებას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვეტერანებზე ზრუნვა.

    „დღევანდელ დღეს, გარდა ზოგადი ზეიმისა, არის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ჩვენი ასაკოვანი თაობისთვის, როგორ ვუადვილებთ მათ იმ რთულ პირობებს, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მივიდნენ.

    „სამწუხაროდ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ბევრი რამის გადაფასება ხდება, მათ შორის ისტორიის და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არ იყო, თითქოს, სამამულო ომი. ეს ადამიანები იბრძოდნენ არა ნამგალი და უროსთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, იბრძოდნენ ფაშიზმის, როგორც ბოროტების წინააღმდეგ,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას და განსაკუთრებით ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

    „არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების ბრძოლა, თავგანწირვა, რომლებმაც თავი გასწირეს იმისთვის, რომ მსოფლიოს ეს შავი ჭირი თავიდან მოეშორებინა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  • პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა

    საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა:

    უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.

    პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

    დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით - ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად, პრეზიდენტი, ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ "ქართული ოცნების" პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე.

    პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური