სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:19

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, პოლიეთილენის მილების მონტაჟი, სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მოწყობა. სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ  მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც  დაესწრო. ჯუმათის წყალმომარაგების პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე  დასრულდება.

წაკითხულია 740 ჯერ

Related items

  • მთავრობა გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას განიხილავს

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი შეემატება და თითოეული მოქალაქისთვის კომფორტული სივრცე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

    გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმა მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

    გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში,  სრულ აღდგენას მთლიანობაში ექვემდებარება 26  მისამართი, რომელთაგან  20 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრაციის სწორი მეთოდოლოგიით მიმდინარეობს და მის განხორციელებაში ჩართული არიან პროფესიული წრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

    „თბილისის განვითარების ფონდი"  პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში" გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 2019-2020 წლებში განახორციელებს და მისი ღირებულება 25 მილიონი ლარია.

  • მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

    კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 
    ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. 
    ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


    საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს. 
  • ჩუღურეთში ცაიშის ქუჩის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა“. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიამ რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალური წყალსადენის 2.2 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა. „ასევე ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 20-მდე ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.
    წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულად განახლების შედეგად, ცაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ცაიშის ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
    კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, განახორციელებს. გადაერთების სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, დილის 11:00 საათიდან 25 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბნის დასახლებას, რეხის I, II და III ქუჩებს, ხუდადოვის ქუჩის N173-ის კორპუსებს;წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, “ფეისბუქის” და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

  • სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესის გასაცნობად ვაზისუბანში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ზურაბ ალავიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  დავით ტაბიძე იმყოფებოდნენ.

    ვაზისუბნის რამდენიმე გზაზე მხოლოდ  ასფალტის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი და, ამიტომ, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,   მოსახლეობა ასფალტო-ბეტონის გზით ისარგებლებს.

    პროექტი ითვალისწინებს სოფელ ვაზისუბანში, მთლიანობაში, 1.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რომლის  სავალი ნაწილის მაქსიმალური სიგანე 6 მ-ს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა.

    პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 600 000 ლარს აჭარბებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება, დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე. 

     

  • ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

    17 იანვარს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

    კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

    ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰიშამ ალ ვაკაიანმა.

    პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს.

    აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

    ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29 კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად.

    ხელშეკრულებას ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.

     

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური