"არაბეთის სურნელოვანი ბალახები"-რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:39

რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლის "არაბეთის სურნელოვანი ბალახები" -ის პრემიერა გაიმართა, პრემიერამ  რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე სრული ანშალაგით ჩაიარა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში რუსთაველის თეატრის მსახიობები ნანა ფაჩუაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე თამაშობენ . სპექტაკლში ასახულია რძალ დედამთილის ცხოვრება, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ზიზღი და სიძულვილი აკავშირებთ,მიუხედავად ამისა მათ ცხოვრების განვლამ ერთად მოუწიათ . სპექტაკლის რეჟისორია ნიკოლოზ ჰაინე შველიძე, მან სპექტაკლი თამაზ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. 

წაკითხულია 910 ჯერ

Related items

  • პრემიერა: ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის პირველი თიზერი

    ლესია უკრაინკას დაბადების დღის საპატივცემულოდ, ცნობილი უკრაინელი პოეტის შესახებ ფილმის გადამღები გუნდი წარმოადგენს მომავალი ბიოგრაფიული ფილმის პირველ თიზერს სამუშაო სათაურით «Леся Українка» (ლესია უკრაინკა).

    თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში - ეს არის დრო, რომელიც მან გაატარა სერგეი მეჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს. ლესია უკრაინკა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ ადამიანზე, ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ცხოვრების ბოლო დღეები. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, მან დაწერა ერთერთი თავისი ყველაზე ცნობილი პოემა - „შეპყრობილი“. თიზერში ლესია აღმოჩნდება მისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტში, მაგრამ ის საკუთარ თავში ჰპოულობს ძალას იმისათვის, რომ უბედურება და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი ღრმა და ძალზე გულისამაჩუყებელ შემოქმედებად აქციოს. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ სწორედ ეს მოვლენები იქცა გარდამტეხ მომენტად მის ცხოვრებაში, რომელმაც მას, როგორც შემოქმედს, ახალი ბიძგი მისცა, რის შემდეგაც მისი პოეზია უფრო მომწიფებული, ღრმა და დრამატული გახდა და მსოფლიო აღიარება მოუტანა მას.

    „ფილმში, ისევე როგორც თიზერში, ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ლესია უკრაინკას არაკლასიკური და უჩვეულო სახე“ - ამბობენ ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო. – „ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალი ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით. ჩვენ აღვადგენთ ნამდვილი ქალი-ენიგმას სახებას, მოვყვებით მისი ბედისწერის ყოველი მისტიური და წინააღმდეგობრივი შემობრუნებების შესახებ“. ფილმის გადაღება იწარმოებს უკრაინასა და საქართველოში.

    ლესია უკრაინკას როლი ტიზერში შეასრულა ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ. ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორმა, ნანა ჯანელიძემ მოგვითხრო, რომ მას ძალიან უადვილდება დაშასთან მუშაობა:

    „დაშა ძალიან არაორდინარული მსახიობია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ის შესანიშნავად გაართმევდა თავს ლესია უკრაინკას როლს“, - აღნიშნა ნანამ. – „სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“

    თიზერის გადაღება კიევში მიმდინარეობდა - გოლოსეევსკის პარკში და ერთერთი სცენა სტუდიის დეკორაციებში. თიზერის სცენარი და კონცეფცია შეიმუშავა ნანა ჯანელიძემ. იდეა განხორციელეს პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia-მ.

    გადამღები ჯგუფი:

    • პროდიუსერები: იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო
    • რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
    • ოპერატორი: მიშა მარკოვი
    • დამდგმელი მხატვარი: იური ლარიონოვი
    • კოსტიუმების მხატვრები: ანტონინა ბელინსკაია, გალინა სოკოლოვსკაია

     

    შეგახსენებთ, რომ ბაიოგრაფიული ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას შესახებ მხარი დაუჭირა უკრაინის კულტურულმა ფონდმა.

    იხილეთ თიზერის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=OYiy8XcUsfE

  • უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თბილისშია

    უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თბილისშია,დღეს ის საქველმოქმედო სპექტაკლში  " ზურიკელას "როლს ითამაშებს.სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა რუსული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. სერიალი წარმატებული გამოდგა და ქართველმა მაყურებელმაც აიტაცა. „ვლადის“ პერსონაჟმა კი ქართველი გოგონებისა და ქალების გული მალევე დაიპყრო. სტანისლავ ბონდარენკო ჯანმერთელობის პრობლემების მქონე  17 წლის მიხეილ სვიტარიძეს დაეხმარება. საქველმოქმედო სპექტაკლს "მე ბებია ილიკო და ილარიონს " მოზარდ მაყურებელთა თეატრი 19 საათზე უმასპინძლებს. 

  • გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს მალე ბათუმი უმასპინძლებს

    ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ სცენაზე გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს „ალუბლის ბაღი"-უმასპინძლებს. ა.ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის სცენური ვერსია რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა.."ალუბლის ბაღის" ანდრო ენუქიძისეულ სცენურ ვერსიაში პარიზში მყოფი მოხუცებული რანევსკაია იხსენებს თავის ცხოვრებას.რანევსკაიას როლს საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია ასრულებს. სპექტაკლის პროდიუსერია ნიკოლოზ სვენტიცკი, მხატვარი - მირიან შველიძე, კოსტუმების მხატვარი - თეო კუხიანიძე.მონაწილეობენ: გურანდაგაბუნია, ირინა მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი, არჩილ ბარათაშვილი,მიხეილ ამბროსოვი, მიხეილ არჯევანიძე. სპექტაკლი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დასაერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლი კავშირი „რუსული კლუბის“მხარდაჭერით 2015 წელს დაიდგა.  სპექტაკლი ბათუმში  ი.ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე 23 თებერვალს 19 საათზე გაიმართება. გასტროლები 2 დღეს გასტანს. გასტროლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

     

  • „სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს...“- ოსიპ მანდელშტამის საიუბილეო საღამო გაიმართება

    ალ.გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი გამოჩენილი პოეტის ოსიპ მანდელშტამის დაბადებიდან 125-წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს „სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს...“-უმასპინძლებს. ოსიპ მანდელშტამის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიდაკავშირებულია საქართველოსთან. ქართული ატმოსფერო გახდა რუსი პოეტისთვისსაფუძველი, რათა დაეწერა რუსულ პოეზიაში თბილისზე ერთერთი ყველაზე ცნობილი ლექსი - „სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს...“სპეციალურად ამ საღამოსთვის კომპოზიტორმა თენგიზ ჯაიანმა  სიმღერა ოსიპმანდელშტამის ამ ცნობილ ლექსზე შექმნა.სპექტაკლი პ.ადამიანის სახ. სახელმწიფო სომხური თეატრის რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა დადგა. წარმოდგენაში  ალ.გრიბოედოვის და პ.ადამიანის თეატრების წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ . სპეციალურად საღამოსთვის გამოიცემა და ყველა მაყურებელს გადაეცემა წიგნი ოსიპმანდელშტამზე სერიიდან „რუსები საქართველოში“.პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი”რუსული კლუბი“. პროექტი  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდებაგამოჩენილი რუსი პოეტი ოსიპ მანდელშტამი 1891 წლის 15 იანვარს ვარშავაში დაიბადა. მანდელშტამი სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურენებს, დიდ დროს უთმობდა მთარგმნელობით საქმიანობას. მათ შორის მან რუსულ ენაზეთარგმნა ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლოენიძის, ნიკოლომიწიშვილის და ვაჟა-ფშაველას ლექსები. 1933 წლის შემოდგომაზე მანდელშტამმასტალინის წინააღმდეგ ეპიგრამა დაწერა, რის გამოც 1934 წლის მაისში დააპატიმრეს დაჩრდილოეთ ურალში გადაასახლეს. 1938 წელს პოეტი კვლავ დააპატიმრეს და მასკონტრრევოლუციური მოღვაწეობისათვის ხუთი წლით გადასახლება გამოუტანეს განაჩენად.ოსიპ მანდელშტამი 1938 წლის 27 დეკემბერს  გადასახლებაში გარდაიცვალა.მისი სახელის წარმოთქმა საბჭოთა კავშირში დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იკრძალებოდა. პოეტის მეუღლემ ნადეჟდა მანდელშტამმა საზოგადოებას პოეტის ლექსებიდა ჩანაწერები შემოუნახა, რომელთა გამოქვეყნებაც მხოლოდ 1960-იან წლებში გახდა შესაძლებელი. გამოჩენილი პოეტის საიუბილეო საღამო ალ.გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრის დიდ დარბაზში 20 თებერვალს 19 საათზე გაიმართება. 

  • ”ქართული გალობა რომში” -პრემიერა

    "ქართული გალობა რომში" - თბილისში თამარ ბართაიას დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ნამუშევარში ასახულია ქართული სიმღერა-გალობის ფესტივალი, რომელიც ფონდ ქართული გალობის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით რომში 2014 წლის 7დეკემბერს გაიმართა. ჩვენება ევროპაში არსებული ქართული სამრევლოების გუნდების აუდიოჩანაწერებისა და ვიდეოალბომების პრეზენტაციით დასრულდა. 

    "ეს ფილმი და დისკიც ეძღვნებათ, ჩვენს ემიგრანტებს, ამ ფილმში მოტხრობილია საღამოს შესახებ რომელიც გაიმართა 2014 წლის 7 დეკემბერს, რომში და ეს იყო ქართული გალობის ფესტივალია სათაურით, ქართული პოლიფონია მსოფლიო კულტურის საგანძური", - აღნიშნა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულიშვილმა.

    ფონდ "ქართული გალობის" დამფუძნებლის თქმით, ისინი გეგმავენ, რომ საქართველოს გარეთ ეკლესიებში ჩამოყალიბდეს მგალობელთა პროფესიული გუნდები.

    "ვგეგმავთ, რომ ყველა ქართულ ეკლესიაში საქართველოს გარეთ იყოს პროფესიონალურ მგალობელთა გუნდები. რამოდენიმე ეკლესიაში განვახორციელეთ, რომ გავაგზავნოთ ლოტბარები და ჩამოყალიბდნეს ქართული ფოლკლორის და მგალობელთა პროფესიონალური ჯგუფები", - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური