ირაკლი შოთაძე,ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი-მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:21
იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. კანდიდატებად თეა წულუკიანი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ნანა რევაზიშვილის და ირაკლი შოთაძეს ასახელებს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს.არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება.
წაკითხულია 584 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ
    პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
    ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
    ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
    დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
    ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
    მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
    რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
    აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
    ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 
  • მთავარი პროკურორი მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილს ნებისმიერ დროს შეხვდეს

    საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
    საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 
    შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.
     

  • საჭირო ღონისძიებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ, - გიორგი გაბიტაშვილი

    ”გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ," -  ეს განცხადება  მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.  
     - განუცხადა ჟურნალისტებს გაბიტაშვილმა. 

  • წულუკიანი კეზერაშვილის მიმართ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

    ლონდონის სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას და მის უდანაშაულოდ ცნობას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეხმაურება და აცხადებს, რომ თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული დღეს თუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. „მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი და სულ რამდენიმდე დღის წინ ჩამოაბრაძანა ბატონო „მასტერა“ იმ ქვეყნიდან, სადაც ის ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება. თუ დღეს რომელიმე სასამართლო ვერ დარწმუნდა საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

  • იუსტიციის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან

    პარლამენტში  გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ.

    განიხილება მიწის რეგისტრაციის ასევე საჯაროს რეესტრის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები. იმსჯელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც.

    კომიტეტს ალტერნატიულ ვერსიას სთავაზობს ნაციონალურ მოძრაობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური