კრიზისების მართვის საბჭომ უსაფრთხოების წესები გაამკაცრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:00

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება საქართველოში. 

მთავარი აქცენტი სასაზღვრო და საპოლიციო კონტროლის გაძლიერებაზე კეთდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ დღეს ათეულობით პირი უკან გააბრუნეს. 

ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები განსაკუთრებული დაკვირვების არეალში არიან. 

გამკაცრებული ზომები იმოქმედებს სტრაგეგიული დანიშნულების ობიექტებზეც. 

უსაფრთხოების ღონისძიებები უკვე შეთანხმდა პრემიერმინისტრთან, რომლის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიკრიბა. 

გახშირებული ტერაქტების ფონზე, კონტროლი ძლიერდება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზეც. 

უცნობია, იმსჯელეს თუ არა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის ინიციატივაზე, თუმცა, ამ საკითხზე ადრესატების პოზიცია ცნობილია: უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მისი უწყებისთვის დაფინანსების ზრდის საჭიროებას ვერ ხედავს.

წაკითხულია 467 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარია - უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა გამოწვევებს ვუპასუხოთ

    უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა ახალი წლის დღეებშიც, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

    ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გათვალისწინებით გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში საახალწლოდ.

    "ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება. უსაფრთხოების ზომები იქნება, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის  საახალწლო დღეებშიც", - განაცხადა მინისტრმა.

  • სამხრეთ კავკასია და კრიზისი საქართველოში: ევროკავშირი ნიშნავს ახალ სპეციალურ წარმომადგენელს

    2017 წლის 13 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
    ბ-ნი კლაარი მხარს დაუჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და იმუშავებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და საქართველოს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე.
    კერძოდ, სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს და შეასრულებს თანათავმჯდომარის ფუნქციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლებიც საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს ეხება. ტოივო კლაარი შეცვლის ელჩს ჰერბერტ ზალბერს (ეროვნებით გერმანელი), რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის 8 ივლისის შემდეგ ეკავა.
    ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას და ინტერესებს კონკრეტულ რეგიონებში და ქვეყნებში, და ჩართულია ევროკავშირისთვის პრობლემურ საკითხებში. ის აქტიურ როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობის და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

    საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.

    იმედს გამოვთქვამთ,  რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

  • მექსიკაში მოსახლეობის დასახმარებლად სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები შეამცირეს

    მექსიკის პრეზიდენტმა, საწვავზე ფასის მომატების ფონზე, მოსახლეობის დახმარების გეგმა შეიმუშავა. ენრიკე პენია ნიეტომ შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტსა და ბიზნეს ლიდერებთან. მან მხარეებს მოუწოდა, დაასტაბილურონ არსებითი პროდუქტების ფასი და სანაცვლოდ, შეამცირონ სამთავრობო წარმომადგენლების ხელფასები. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საწვავზე ფასის ოცი პროცენტით ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა, მექსიკის მოსახლეობა ქუჩაში, საპროტესტო აქციები გაიყვანა. ასევე, გახშირდა ქურდობის და ვანდალიზმის ფაქტებიც.

     

  • პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში

    ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გვალვის და სხვა ხელისშემშლელი მოვლენების ფონზე, ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონე შემცირდა, შესაბამისად, გართულდა ელექრტოენერგიის მიწოდებაც. მადურომ მიიღო გადაწყვეტილება, დღეში ოთხი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის შეჩერების შესახებ მისი დაზოგვის მიზნით, თუმმცა მოსახლეობა აღნიშნულ ნაბიჯს აპროტესტებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური