„მე ვკითხულობ გალაკტიონს“

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 19:53

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 124-ე წლის აღსანიშნავად პოეტის  მემორიალურ ბინა-მუზეუმში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთდ დაესწრო და განახლებული მუზეუმი დაათვალიერა.  

საღამოზე მსახიობმა მურმან ჯინორიამ გალაკტიონის ლექსების მიხედვით დადგმული მონო - სპექტაკლის „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ნაწილი  წარმოადგინა.   

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ვიხსენებთ გალაკტიონს მისი სახელის უკვდავსაყოფად. წელს მოვაწესრიგეთ მუზეუმი, იმისათვის, რომ დამთვალიერებლებისათვის იყოს სათანადო გარემო,  გამოვეცით სპეციალური კრებული. დღეს კი ძალიან საინტერესო საღამო გაიმართა, სადაც ბატონმა მურმან ჯინორიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა გალაკტიონისგან მიღებული უზარმაზარი მემკვიდრეობა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.  

გალაკტიონის  ბინა-მუზეუმი რამდენიმე დღის წინ განახლდა.  დამონტაჟდა სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება, უწყვეტ რეჟიმში, მოისმინოს გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსების ჩანაწერები, დაათვალიეროს მისი ფოტოსურათები და ვიდეო მასალა. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მუზეუმის კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, დამზადდა გალაკტიონის ფოტოებითა და ხელნაწერებით გაფორმებული ბლოკნოტები, მაისურები, ჩანთები და მაგნიტები.  

მუზეუმის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი „მე ვკითხულობ გალაკტიონს“, სადაც აღბეჭდილია რიგითი მოქალაქეების მიერ გალაკტიონის ლექსების კითხვის პროცესი. წიგნის პრეზენტაცია გალაკტიონის დაბადების დღეზე გაიმართა. 

 

წაკითხულია 647 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური