17 ნოემბერს საქართველოში ძლიერ წვიმას და ქარს პროგნოზირებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:41

17 ნოემბერს მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ნიუსდეის" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. 
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი. 
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. 
18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.

წაკითხულია 652 ჯერ

Related items

  • საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

    სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ორი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი. დღეს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
    მათივე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

  • 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი დღეა კოლექტივთან ერთად ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

    კურო
    დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ. 

    ტყუპი
    მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული. მოერიდეთ კრიტიკულობას გარშემო მყოფების მიმართ. გაისტუმრეთ ვალები, გადასახადები. 

    კირჩხიბი
    კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ოღონდ, გამოცდილ პარტნიორებთან ერთად. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

    ლომი
    კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. დღეს მეტად გულუხვი და მოსიყვარულე უნდა იყოთ გარშემო მყოფებისადმი. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

    ქალწული
    საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება ახალი გასართობი გამოგიჩნდეთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ, ახალი იდეები განიხილეთ. 

    სასწორი
    მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

    მორიელი
    კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად. მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას შვილებთან. 

    მშვილდოსანი
    ენერგიული და აქტიური ხართ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. საღამო შინ გაატარეთ. 

    თხის რქა
    შეიძლება ახალი თანამოაზრეები გამოგიჩნდეთ. გაგიუმჯობედებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. კარგი დღეა, ფიზიკური აქტიურობისა და ფეხით სიარულისთვის. 

    მერწყული
    ემოციური და გონებრივი გადატვირთვის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 

    თევზები
    საჭირბოროტო საკითხები დაკვირვებულად და დიპლომატიურად მოაგვარეთ. იყავით მოკრძალებული. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

  • 13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დაკვირვებულად იმოქმედეთ. გადაღლილობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს შრომისუნარიანობაზე. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, იყავით მეტად მიზანსწრაფული. 

    კურო
    დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. სწორად გათვალეთ დრო და პირადი ენერგია. საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ზოგიერთს შეტყობინება და მგზავრობა ელის. 

    ტყუპი
    ნუ დაისახავთ გლობალურ მიზნებს. უმჯობესია, დაწყებული საქმეები დაასრულოთ. საღამო საოჯახო ვალდებულებებს დაუთმეთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკება დიპლომატიურად წარმართეთ. 

    კირჩხიბი
    კარგი დღე გელით. დილიდან ჩამოწერეთ საქმეებისა და შეხვედრების სია. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. საღამოს საყიდლებისთვისაც მოიცალეთ. 

    ლომი
    საქმიანი შეხვედრები დილით დანიშნეთ. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. თუმცა, გაფრთხილდით, ტყუილის მსხვერპლი არ გახდეთ. 

    ქალწული
    ნუ ჩაახედებთ თქვენს საქმეები უცხოებს. ნუ ენდობით არაკეთილისმსურველთა რჩევებს. იღბალი გამოცდას გიწყობთ და ეცადეთ, გააზრებულად იმოქმედოთ. იყავით დაკვირვებული და რაციონალური. 

    სასწორი
    ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, მეტად დაისვენეთ და აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. მეტ ყურადღებას ითხოვენ ოჯახის წევრები. ფული მოზომილად ხარჯეთ. 

    მორიელი
    დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან დეტალებზე, არაფრისმომცემ საუბრებზე. საინტერესო ადამიანთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

    მშვილდოსანი
    კოლეგებთან შეთახმებულად იმოქმედეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით - საჭესთან. მოერიდეთ ალკოჰოლის, მავნე საკვების მიღებას.

    თხის რქა 
    იღბალი გამოცდას მოგიწყობთ და ეცადეთ ყველაფერს ღირსეულად გაართვათ თავი. იყავით მეტად დაკვირვებული. ახალი ნაცნობობა გელით. პირად ცხოვრებაში - სიფრთხილე. სასურველისა და რეალურის განსხვავება უნდა შეძლოთ. 

    მერწყული
    ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაკვირვება გმართებთ ახალგაცნობილებთან, ყველას ნუ დაიმეგობრებთ. მოერიდეთ ავანტიურას. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

    თევზები
    მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ ძვირფასი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭეთ.

  • ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

    ხვალ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება. მათი მონაცემებით, საქართველოში ხვალ დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 
    აღმოსავლეთ საქართველოში ქარი ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4;აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
    თბილისში დღეს, დღის ბოლოს წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ხვალ დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.

  • 4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს მოგინდებათ სხვებს აჯობოთ, შეებრძოლოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. 

    კურო
    სამყაროს გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. გსურთ, გემრიელი კერძები საინტრესო ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ. 

    ტყუპი
    სიყვარული, შემოქმედება, ურთიერთობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებს ესტუმრეთ, კონცერტს დაესწარით. შვილებს თანასწორებივით ესაუბრეთ. 

    კირჩხიბი
    ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. ერთად წადით კინოში, თეატრში. 

    ლომი
    კარგი დღეა სეირნობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრაც კი ელის. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. 

    ქალწული
    დროა, გააქტიურდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა სასურველს მიაღწიოთ. სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია და კავშირები. კარგი დღეა ინსტრუმენტების შესაძენად. თუმცა, არა ელექტროხელსაწყოების. 

    სასწორი
    შეიძლება თქვენი არასწორი სიტყვის ან ქცევის გამო უსიამოვნებებს გადაეყაროთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად, ჰობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. 

    მორიელი
    თქვენ მხოლოდ საკუთარ ხმას უსმენთ და სხვის აზრს აიგნორებთ. იყავით მეტად კეთილი და ყურადღებიანი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ და - დიპლომატიურობა კოლეგებთან. 

    მშვილდოსანი
    გაუფრთხილდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ისეთი არაფერი თქვათ ან მოიმოქმედოთ, რაც მათ გულს ატკენთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. 

    თხის რქა 
    საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის გამო მთელ სამყაროზე ნუ განაწყენდებით. გამონახეთ საკუთარ თავში ძალა და განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

    მერწყული
    დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. წარმატებული დღე ელით სპორტულ და შემოქმედებით ნიშნებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჭირვეულობა არ გამოავლინოთ. 

    თევზები
    ნუ დააბანდებთ ფულს ექსპერიმენტებში, თუ ხვდებით, რომ ფულსა და წარმატებას არ მოგიტანთ. იოცნებეთ, მაგრამ ფანატიზმში ნუ გადავარდებით. მოერიდეთ ელექტროხელსაწყოებისა და მექანიზმების შეძენას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური