ქარვასლაში სამეცნიერო კაფე გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:28

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში, სამეცნიერო კაფე საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ცნობილმა ამერიკელმა პალეო არტისტმა ჯონ ანტონი გურჩმა და ქართველმა მეცნიერებმა ზაალ კოკაიამ და დავით ლორთქიფანიძემ ერთობლივი ლექცია წაიკითხეს თემაზე „სამყარო და სიცოცხლე, რეკონსტრუქცია და მოდელირება“.

ღონისძიებას ბევრი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე.

წაკითხულია 674 ჯერ

Related items

  • 26 და 27 სექტემბერს ქარვასლაში საუკეთესო ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

    საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, 26-27 სექტემბერს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. გამოფენის სლოგანი რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, იყო „ჩვენ გვეამაყება ქართული & kar.ge პროდუქციის ყიდვა!“.
    კომპანიებმა გამოფენაზე ბევრი თქვენთვის უკვე ნაცნობი და ჯერ კიდევ უცნობი ქართული პროდუქცია წარმოადგინეს: საირმე, ნაკადული, ტკბილი ქვეყანა, ბებოს ჩურჩხელა, ქართული ჩიპსი, ქართული ელექტრონული პროდუქცია, ათობით ნაცნობი და უცნობი ქართული ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ერთი ნიშანი აერთიანებს, ხარისხი!
    პროექტის ფარგლებში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ მარკეტინგის მენეჯერ ნინო გვანცელაძეს ვესაუბრეთ.
    რომელი ბრენდი წარმოადგინა კომპანიამ გამოფენაზე?
    ეს იყო ქართული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა. რა თქმა უნდა ჩვენი ორივე ბრენდი „საირმე“ და „ნაკადული“ წარმოვადგინეთ. გამოფენას ბევრი ადამიანი დაესწრო. ორივე დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ  ქართული პროდუქციის გამოფენამ ასეთი ინტერესი გამოიწვია.
    რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა?
    პროექტი ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ეს არის მოძრაობა   kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ საქმეში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური