თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:09

საფრანგეთის საელჩოსთან დღეს დილიდან კვლავ იკრიბებიან მოქალაქეები. ისინი თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ტერორიზმის დაგმობის მიზნით ერთიანდებიან.

საელჩოსთან მოაქვთ ყვავილები და გვირგვინები. აქვე იგეგმება სამძიმრის წიგნის გახსნა. დღის განმავლობაში საფრანგეთის საელჩოსთან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ელოდებიან.

წაკითხულია 531 ჯერ

Related items

  • საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შეთანხმებაზე განმარტებას ავრცელებს

    საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2013 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განხორციელების თაობაზე განმარტებას ავრცელებს.

    „2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“, – აცხადებს საქართველოში საფრანგეთის საელჩო.

    მათივე განმარტებით, ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

    შეთანხმება ითვალისწინებს:

    – 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით.

    – ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

    – 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას; რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

    2018 წლის 3 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით, რაც ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

    „საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, – აცხადებენ საფრანგეთის საელჩოში.

  • ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე

    საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებენ ერთობლივ კონკურსს ლოგოს შექმნისათვის, სათაურით: „საფრანგეთი-საქართველო, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“.

     მთელი საიუბილეო წლის მანძილზე, გამარჯვებული ლოგო გამოყენებულ იქნება საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ოფიციალურ კომუნიკაციებში, ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების მხარდასაჭერად.

     კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა საფრანგეთში წასასვლელი თვითმფრინავის ბილეთი (ორივე გზა).

     კონკურსის პირობები

    -         ინდივიდუალური მონაწილეობა. შეიძლება გამოაგზავნოთ რამდენიმე ლოგო.

    -         ლოგო უნდა გამოგზავნოთ ციფრულ ფორმატში (jpeg, jpg, bmp, png ან psd). არჩეული ტექნიკის მხრივ გაქვთ სრული თავისუფლება (გრაფიკული პროგრამები, ნახატი, კოლაჟი, ფოტოგრაფია...)

    -         გრაფიკული ელემენტები:

    • სიტყვები „France“, „Géorgie“ და რიცხვი „25“ აუცილებლად უნდა ჩანდეს ლოგოზე
    • აუცილებელია ლურჯი, თეთრი და წითელი ფერების გამოყენება (ორივე ქვეყნის დროშების ფერები)

    -         ფაილის მაქსიმალური წონა: 500 კბ-დან 5მბ-მდე

    -         ზომები: 5x5სმ-დან 15x15სმ-მდე

    -         საავტორო უფლებები: მონაწილე თანხმდება, რომ მისი საავტორო უფლებები მთლიანად, ექსკლუზიურად და სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა საფრანგეთის საელჩოს და ფრანგულ ინსტიტუტს საქართველოში.

     მიეცით ფართო გასაქანი თქვენს წარმოსახვას და შექმენით ლოგო ფრანგულ-ქართული ურთიერთობების შესახებ. გამარჯვებულ ლოგოს შეარჩევს ჟიური, მისი ორიგინალურობის, ფრანგულ-ქართული ურთიერთობების კარგად გადმოცემისა და ხარისხის მიხედვით. გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება 2017 წლის 20 მარტს, 3 საათზე.

     

    მიიღეთ მონაწილეობა და მოიგეთ საფრანგეთში წასასვლელი თვითმფრინავის ბილეთი!

     

    გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები შემდეგ მისამართზე:

    JLIB_HTML_CLOAKING

     

    გთხოვთ, ნამუშევრებს თან დაურთოთ თქვენი მონაცემები, ისევე როგორც ინფორმაცია თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ (სტუდენტი, დასაქმებული, თვით-დასაქმებული, და სხვ.).

     ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 14 მარტი, საღამოს 6 საათი.

     მეტი ინფორმაციისთვის, გამოგზავნეთ თქვენი შეკითხვები შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

  • ათენში საფრანგეთის საელჩოს შენობას ხელყუმბარა ესროლეს

    ათენში  მოტოციკლით მოძრავმა ორმა უცნობმა პირმა საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლა. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს. უკვე ნაპონია მოტოციკლი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.

    BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსუბუქი დაზიანებბეი მიიღო ერთმა სამართალდამცველმა, რომელიც საელჩოს ტერიტორიას იცავდა. მცირედით დაზიანდა თავად საელჩოს შენობა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტი კრიმინალისტები მუშაობენ.

    საფრანეგთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ათენის დედაქალაქის ცენტრში მდებაეობს. თავდასხმის გამო საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.

  • ნიცაში ქართველ მამაკაცს ეძებენ - ინფორმაციას საქართველოს ელჩი ადასტურებს

    ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ერთ-ერთ ქართველს ვერ პოულობენ, ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას დაადასტურა. ,,დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე არ არის საქართველოს მოქალაქე, ის ფრანგია და გარდაცვლილთა შორისაა, ქართველი მამაკაცის შესახებ ჯერ ინფორმაცია უცნობია, ის არ იძებნება არც გარდაცვლილთა და არც დაჭრილთა შორის. ახლობლების თქმით, მამაკაცი ნიცაში მეუღლესთან ერთად ტრაგედიის ადილზე იმყოფებოდა" - განაცხადა ელჩმა.

  • ნიცას აეროპორტში განგაში გაუქმდა

    ნიცას აეროპორტში ცოტა ხნის წინ გამოცხადებული განგაში გაუქმდა. 
    სამართალდამცველებმა მგზავრები ბარგის მიღების ზონაში შეუშვეს. 
    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში ხალხის ევაკუაცია აღმოჩენილი საეჭვო ჩანთის გამო განხორციელდა, თუმცა ჩანთა საფრთხისშემცველი არ აღმოჩნდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური