ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადება საერთოდ არ შემოსულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 18:00
საქართველოს საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადება საერთოდ არ შესულა. მათივე ცნობით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა.
„სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების – დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წაკითხულია 440 ჯერ

Related items

  • ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

    არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

    პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

    პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

    რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

    არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.

  • ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო

    იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი კერძო საკუთრებისა და უძრავი ქონების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს ანალიზი იყო. 

    ჯიმ რიდლი მიწის რეგისტრაცისი სისტემის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხებითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მას გეოინფორმაციული სისტემის, საკადასტრო მონაცემებისა და ელექტრონული რუკების დამუშავების ქართული მოდელიც გააცნეს. 

    ამერიკელი პროფესორი საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვევით იმყოფება. იგი მრავალი წლის განმავლობაში ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობდა, არის ამავე უნივერსიტეტის მიწის პოლიტიკის კვლევისა და სასწავლო საერთაშორისო ცენტრის წევრი. ჯიმ რიდლი  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს სხვადასხვა ქვეყანასა(კამბოჯა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ჩინეთი) და საერთაშორისო პროექტში(UN, GIZ, WB) მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება.

  • "გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი?"

    რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების ბრალდებას, რომ მის ინტერესებში შედის ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არაადეკვატურს უწოდებს. „მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია მათი განცხადება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ შეჩვეულია წლების განმავლობაში, რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. ასე გრძელდება ახლაც და ამაში საოცრება არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც პარტიამ, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ კანონმდებლობას. ახლა რაღაც კანონი არ მოსწონთ და აირჩიეს ახალი აქცია, სასამართლოს საჯაროდ ტელევიზიით განიხილავენ და ამით მის განადგურებას ცდილობენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჟურნალიტისრეპლიკას, რომ ამ საკითხზე ნიკა გვარამია საუბრობს, ბიძინა ივანიშვილი კითხვით პასუხობს „გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი. „იმედის“ დარბევის დროს, როცა ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმული, სწორედ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე. დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების ბოლო სიმბოლო“, - აცხადებს ივანიშვილი.

     

  • გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

    რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი გააძევეს პროცესიდან.

    გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".

    "ბატონო ნიკა წინა სხდომაზე თქვენ თქვით, რომ წულუკიანმა დაგვიწერა გადაწყვეტილება, წაკითხულიც გაქვთ. მე საჯაროდ გთავაზობთ დალუქული პაკეტით მოიტანეს ის გადაწყვეტილება, როცა ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენსას, ადგილზე გავხსნათ და შევადაროთ. თუ დაემხვევა იმას, რაც ვითომ წულუკიანმა დაგვიწერა, მე გავიხდი მანტიას და წავალ სასამართლოდან", - მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას. 

    რუსთავი 2-ის დირექტორთან ერთად სასამართლო დარბაზი დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა. 

    მანამდე მოსამართლემ სხდომა დაატოვებინა ელისო კილაძეს და ია ფარულავას, რომელთაც შუამდგომლობის გამოცხადებისას გაეცინათ. 

  • გვარამიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

    რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა.

    ნიკა გვარამია ითხოვდა, მის მიერ გაჟღერებულ  მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხულიყვნენ: ინფორმაციის პირველი წყარო სასულიერო პირი და ასევე ამ საქმის მოწმეები, ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა.

    შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირისგან მიღებული ინფორმაცია სამმა ადამიანმა მიაწოდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური