ნაცვლიშვილი უარყოფს, რომ "რუსთავი 2"-ის დროებით მფლობელებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 17:40

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამართლებრივ საკითხებზე რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან კონსულტაციის გამართვას უარყოფს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მხოლოდ მესამე სექტორთან შეხვედრის ორგანიზებას დათანხმდა, ზაალ უდუმაშვილისთვის მინდობილობით უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კი საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„მეც და ჩემს მეგობრებს შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ, თითქოს, ეს იყო ჩემთან საფუძვლიანი კონსულტაციები ან მე რაიმე რჩევის მსგავსი გავაკეთე, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა. ჩვენ ამ პროცესში მხარე არ ვართ. რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული მცდელობებია საიაიქცეს მხარედ. შეხვედრა შედგა მხოლოდ რაც დავპირდი და შევთანხმდით, რომ იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა,“- განცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 
წაკითხულია 423 ჯერ

Related items

  • ნოდარ თათვიძე, რომელიც უკვე მრავალი წელია იბრძვის სტუდენტების კეთილდღეობისთვის

    27 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე მრავალი წელია იბრძვის სტუდენტების კეთილდღეობისთვის და სხვდასხვა ფორმითა თუ პროექტებით ცდილობს ხელი შეუწყოს მათ განვითარებისთვის... პერიოდულად ატარებს ტრენინგებს, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარება. ამჟამად, მუშაობს არაერთ პროექტზე. გარდა იმისა, რომ ორგანიზატორია, ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობებში.

    ნოდარი დაბადებულია 1991 წლის 19 ივლისს. დედა პროფესიით არქიტექტორია, მამა კი  ინჟინერ/მშენებელი.  მას ჰყავს უფროსი და, რომელიც პროფესიით იურისტია. როგორც ნოდარი ახასიათებს თავის თავს ძლიერი, ერთგული და შრომისმისმოყვარეა. უყვარს ცურვა და მოგზაურობა.

    ბავშვობიდან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. საბავშვო მუსიკალური თეატრის დასიის წევრი იყო და არაერთი როლი აქვს მორგებული. 2009 წელს დაამთავრა თბილისის 63-ე საჯარო სკოლა. 

    ""ყოველთვის ვიყავი ჩემი პროფესიის ძიებაში. ჯერ დვამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე გადავინაცვლე ფინანსებსა და საბანკო საქმეზე, ხოლო ამჟამად დამამთავრებელი კურსის საჯარო მმართველობის დოქტორანტი ვარ და აქტიურად ვემზადები დოქტორის ხარისხის დასაცავად".

    2010 წლიდან იწყება მისი სტუდენტობის პერიოდი. ამ პერიოდში, მისი როგორც სტუდენტის უფლება დაირღვა და ვერავინ ნახა ისეთი ვინც დაიცავდა და დაეხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში.  სწორდ აქედან წამოვიდა იდეა სტუდენტთა უფლებების ლიგის შექმნის შესახებ. 2011 წელს თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია სადაც უამრავი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მსახიობი და  4000 მდე სტუდენტი იყო გაერთიანებული. მისი ფილიალები საქართველოს რამოდენიმე ქალაქში იყო, რაც ხელს უწყობდა ორგანიზაციის ცნობადობასა და სიმყარეს. ლიგას არაერთი პროექტი აქვს გახორციელებული როგორც ქველმოქმედების ასევე განათლების კუთხით. ლიგას შექმნილი ქონდა სპეციალური ჯგუფი რომლებიც დადიოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში და სტუდენტებს აღებინებდნენ სისხლს,რის შედეგადაც ეხმარებოდნენ ლეკემიით დაავადებულ ბავშვებს და პერიოდულად საჩუქრებითა და სხვა და სხვა ღონისძიებებით სტუმრობდნენ მათ.  მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა 700 აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვებით ჩარიცხვა იყო. 

     სწორედ ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა საინფორმაციო სააგენტო akhalgazrduli.com, რომელსაც ასევე სტუდენტები მართავდნენ. სააგენტო ახალგაზრდული აქტივობების წინ წამოსაწევად შეიქმნა. სააგენტოს საშუალებით ახალგაზრდებამდე უფრო ადვილად აღწევდა ინფორმაცია და  ხდბოდა ახალი პროექტების გაცნობა. 

    "ამ პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდი, განათლების სამინისტროსთან, არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ ერთად და რა თქმა უნდა დაინტერესებული ვიყავი და მინდოდა შევერთებოდი მათ გუნდს, როდესაც ვაკანსიები გამოცხადდა და დაიწყეს ახალი კადრების მიღება შევავსე განახცადი რის შემდეგაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და დავიკავე შერჩეული პოზიცია." აქაც არ გაჩერებულა და შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ''საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი'', რომელსაც შეუერთდა საქართველოს სტუდენტთთა უფლებების ლიგის სრული შემადგენლობა. 

    2015 წლიდან გადაინაცვლა სატელევიზიო სფეროში. შექმნა საავტორო სატელევიზიო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელის წამყვანიც თავად იყო ტელეკომპანია სტარვიზიაზე.

    "ტელეკომპანიებთან ურთიერთობა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში დავიწყე, ჩვენ ორგანიზაციაში ბევრი აქტივობა გვქონდა და მიწევდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მედიასთან ურთიერთობა ამავდროულად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა. ასევე რამდენიმე წლის წინ მქონდა საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელიც გადიოდა ტელეკომპანია "სტარვიზიაზე" და რომელიც საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობდა".

    გადაცემის სტუმრები ძირითადად იყვნენ სგანმანათლებლო და ახალგაზრდულ სეგმენტზე მომუშავე თანმდებობის პირები და გდაცემის მიზნად შეიძლება ჩავთვალოთ ისც რომ ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად გაჯანსაღებას უწყობდა ხელს.

    2016  წელს შექმნა საავტორო გადაცემა ''ექსპრეს-ინტერვიუ'', რომელიც ტელე-რადიო კომპანია თრიალეთზე მიყავდა.  2017 წელს დაინიშნა ამავე ტელევიიზის აღმასრულებელ დირექტორად. დირექტორობის პერიოდში ის არაერთ პროექტზე მუშაობდა, პერიოდულად აცხადებდა სტაჟირების კონკურსს და უამრავ ახალგაზრდას აძლევდა განვითარების შანსს, დაინტერესებულ სფეროში. "თბილისის ოფისის დირექტორის ვაკანსია ვნახე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზე, გავაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების საფუძველზე დავიკავე აღნიშნული პოზიცია ტელეკომპანიაში." 

    2018 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა სარეკლამო/სატელევიზიო კომპანია ენ აი ბი სტუდიო. კომპანია გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მომსახურებათა ფართო არჩევანს და ახორციელებს ყველა იმ სარეკლამო მომსახურებას, რომელიც საქართველოში ეფექტურად მუშაობს.

    სამომავლოდ გეგმავს ლექციების წაკითხვას. თუ რაიმე მისთვის საინტერესო შეთავაზება გამოჩნდა არც იმაზე ამბობს ურს თუმცა განაცხადა, რომ სმომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს.

    "მე ზოგადად ვარ ის ადამიანი,რომელიც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალგაზრდების გვერდით ყოფნას და ზრუნავს მათ წარმატებაზე".

    ახალგაზრდებს კი ურჩევს რომ  ყოველთვის იბრძლონ თავინთი მიზნებისთვის და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

  • ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

    საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა.
    ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ბანაკს ადგილობრივი, კახელი ახალგაზრდები მასპინძლობდნენ.
    “მნიშვნელოვანია ახალქალაქში ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და რეგიონთაშორისი კონტაქტების განვითარება მოხდეს, ეს აქტივობები კი ბანაკის მონაწილეების სამომავლო განვითარების და ინტეგრაციის წინაპირობაა. გუნდური თამაშის საშუალებით ახალგაზრდები შეძლებენ გააუმჯობესონ კომუნიკაცია და შეინარჩუნონ კონტაქტები არა მხოლოდ ბანაკში ყოფნისას, არამედ მათთვის არაჩვეულ გარემოშიც”- აღნიშნა ფსიქოლოგმა მარიამ დავითაშვილმა.
    ბანაკის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტები რეგიონული განვითარების და ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა. კახეთის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც ტურისტული სერვისების სწრაფმზარდი და მაღალი პოტენციალის მქონე რეგიონი. ახალგაზრდები კახეთის წარმატებულ სასტუმრო კომპლექსებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა ტურიზმის განვითარების შესახებ. “ჩვენი რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია, მსგავსი ლექციები კი გვეხმარება უკეთ გავეცნოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებს”- განაცხადა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ, ანუშ გილოიანმა.
    ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული პირველი ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
    პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
    ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

     

     

     

  • ზაალ უდუმაშვილი მოქალაქეებს დედაქალაქის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებას ჰპირდება

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი თბილისელებს არჩევნების შემდეგ, რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებას, განახლდებას ჰპირდება.

    “მაგალითად, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან, რომელიც ყოველ საათში ათასობით ავტომობილს ატარებს, ნაკადი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ჩადის და საბოლოოდ პიკის საათებში თბილისი დიდ საცობად იქცევა. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროექტს წინა ხელისუფლების პროექტი არ დარქმეოდა, ხელისუფლებამ უარი თქვა შემოვლითი რკინიგზისა და ავტომატურად ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე.

    ეს გზა, რომელიც 10-კილომეტრიანი მონაკვეთია და ოთხზოლიანი, ჯორჯ ბუშის ქუჩას დიდუბის მეტროსთან აერთებდა და პრაქტიკულად მთელი ავტომობილების ნაკადის 40% თავის თავზე იღებდა. ამ პროექტზე ხელისუფლებამ უარი თქვა, შესაბამისად მივიღეთ საცობებით სავსე თბილისი და მძღოლები, რომლებიც იძულებულები არიან საცობში იდგნენ. სამაგიეროდ, დღეს რკინიგზა გადის შუაგულ ქალაქში და დასახლებულ პუნქტებში ფეთქებადსაშიში ნივთიერებები გადააქვს”, - განაცხადა უდუმაშვილმა.

  • ,,წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაში წასვლაზე“ - რა საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილთან?

    პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ ,,რეაქციაში“. უდუმაშვილი აცხადებს, რომ მას მერის კანდიდატობაზე შეთავაზება ენმ-ს პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილთან მის ჩასვლას, უდუმაშვილის განმარტებით, ის არის პარტიის დამფუძნებელი, რომლიც მოსაზრებების თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.

    ,,კონსულტაციები დაიწყო თბილისში, მე სანამ კიევში ჩავიდოდი. ეს დაიწყო პოლიტსაბჭოს ლიდერებისგან. იყო შემოთავაზე, რომ ვყოფილიყავი თბილისის მერობის კანდადატი და სიმართლე, რომ ვთქვა მე ამ ბოლო ერთ თვეში არ მიმიღია გადაწყვეყილება პოლიტიკაში წასვლის. წლების წინ მე ვფირობდი უკვე პოლიტიკაზე, რომ ჩემი მომავალი დამეკავშირებინა საბოლოოდ პოლიტიკისთვის. აქ გავიარე კონსულტაციები და შემდეგ ჩავედი კიევში, სადაც პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ უბრალოდ აზრები გავცვალეთ იქ. ბუნებრივია, ის არის პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი და ბუნებრივია ჩემთვის მისი მოსაზრება მნიშვნელოვანია, რას ფიქრობდა თვითონ. ამ ყველაფერზე შემდეგ ჩამოვედი თბილისში და ორი თუ სამი კვირის მერე გაგრძელდა კონსულტაციები.

    ჩემი პოლიტიკაში წასვლა იყო ინტერესთა თანხვედრა, მე ვგეგმავდი პოლიტიკაში წასვლას და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ჩემთან წინადადება და აქ მოხდა ჩვენი თანხვედრა. მე სრულიად სერიოზულად მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პოლიტიკაში როცა მიდიხარ, შენ გჭირდება სერიოზული პოლიტიკური პლატფორმა, ვისაც უნდა დაეყრდო. დღესდღეისობით ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი მრავალრიცხოვანი ძლიერი პარტია, რომელსაც რეალურად შეუძლია საქმის კეთება და ამის გამოცდილებაც აქვს“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

  • "ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ქალაქიდან ჩამოშორება იქნება" - უდუმაშვილი

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატ ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება.

    მისივე თქმით, მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, საჯარიმო სანქციებს კი არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას.

    ”ყოველდღიურად, არასწორი პარკირებისთვის, ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ ”სითი პარკის” საჯარიმოზე, თუმცა არავინ აქვს პასუხი თუ როგორ უნდა შეძლოს მოქალაქემ დაპარკინგება ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას.

    ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა ”სითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს”- განაცხადა უდუმაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური