ბრიტანელებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:21

ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ფონზე, რომელსაც 224 ადამიანი ემსხვერპლა, ტურისტების ნაწილმა მოგზაურობისგან თავს იკავებს.

ბრიტანული გამოცემა The independent „სტატისტას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. რომლის თანახმადაც საგარეო უწყება იმ 18 ქვეყანას ასახელებს, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყების უმთავრესი რჩევა სირიაში მყოფ ბრიტენელებს ეხებათ და მათ , ნებისმიერი პრაქტიკული საშუალებით ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან საომარი ვითარების გამო საგარეო უწყება საკონსულო მომსახურებით ვერ უზრუნველყოფს.

სპეციალურად მომზადებულ რუკაზე ასევე 45 ქვეყანაა აღნიშნული, რომელიც ნაწილობრივ სახიფათო ქვეყნებად ითვლება. ერთ-ერთია ეგვიპტე, სინაის ნახევარკუნძული, სადაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

სახიფათოდ მიიჩნევა რუსეთის გარკვეული ტერიტორია, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს საზღვართან, ასევე აზერბაიჯანთან და ჩეჩნეთთან ახლოს მდებარეობს.

ქვეყნები, სადაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: სირია, ავღანეთი, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, ნიგერი, პალესტინა, სიერა ლეონე, სომალი, ტუნისი, იემენი, სამხრეთ სუდანი.

ქვყნები, რომლების ნაწილში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: ალჟირი, ანგოლა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბანგლადეშ, ბურკინა ფასო, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კოლუმბია, ჯიბუტი, ეკვადორი, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, საქართველო, ჰაიტი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, იაპონია, იორდანია, კენია, კოსოვო, ლიბანი, მადაგასკარი, მალაიზია, მალი, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სუდანი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, უკრაინა, ვენესუელა, დასავლეთ საჰარა.

წაკითხულია 709 ჯერ

Related items

  • გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

    გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M  მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.

     

  • ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს

    ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს.

    ღონისძიება დიდი ბრიტანეთის საელჩოში 2019 წლის 6 ივნისს, 19:00-ზე გაიმართება.

    მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები,  დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან და ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.

    ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა განაცხადა:

    „დედოფლის დაბადების დღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ საქართველოს და ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრობა და მოხარული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი და კოლეგა შემოგვიერთდება.

    ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირები წლიდან წლამდე ძლიერდება. მაგალითად შემოდგომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სამ თვიან ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვექნება თანამედროვე ბრიტანეთის საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ, მათ შორის: ინოვაციები, კრეატიული ინდუსტრიები, სპორტი, ხელოვნება და კულტურა. სურვილი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობას ბრიტანეთის ნაკლებად ცნობილი მხარეები გავაცნოთ და ამასთან ხაზი გავუსვათ ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ღირებულებებს“.  

    საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პრეს-რელიზი

  • პრემიერმა საქართველოს მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელებს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრნენ.

    მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა კიდევ ერთი გამოხატულებაა. 
    ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრებიან, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს.

    სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ", რომლის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები და ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

  • ეჭვიანი ცოლის გამო Qatar Airways-ის თვითმფრინავი ინდოეთში ავარიულად დაეშვა

    ირანელმა ქალმა Qatar Airways-ის ლაინერით მგზავრობისას აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა, მისი საქციელის გამო კი მფრინავები იძულებულები გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. ამის შესახებ News.com.au წერს. 

    თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალის მიმართულებით ასრულებდა. ქალი ბორტზე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

    მედიის ცნობით, ქალმა მძინარე ქმრის თითის დახმარებით მისი მობილური ტელეფონი განბლოკა და მიმოწერა წაიკითხა. წაკითხულმა ქალი იმდენად გააბრაზა, რომ მან მძინარე ქმრის დახრჩობა გადაწყვიტა. 

    თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქალის დამშვიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ მფრინავებმა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ეკიპაჟმა ცოლ-ქმარი იქ დატოვა, რის შემდეგაც პილოტებმა რეისი გააგრძელეს. სხვა დეტალები უცნობია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური