დავით ბაქრაძემ ესპანეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 11:39

4-5 მაისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ესპანეთის სამფოში, ქ.მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოსთან, სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ალეხანდრო ენრიკე ალბარ გონსალესთან. სახელმწიფო მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა იგნასიო იბანიესმა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისა და მიღწეული პროგრესის აღიარების მნიშვნელობას.

ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული პროგრესის აღიარების  მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ ესპანეთი უახლოეს მომავალში დაასრულებს ტექნიკურ სამუშაოს და მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას.

აღინიშნა საქართველოსა და ესპანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაც და  გამოითქვა სურვილი, რომ  დაჩქარდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. თავის მხრივ, ესპანეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ესპანეთი მომავალშიც განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის  გატარებას.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა მადრიდის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (Elcano).  ღონისძიებას მადრიდში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  დავით ბაქრაძემ რეგიონში არსებულ ვითარებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და რიგის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

 

 

 

 

წაკითხულია 466 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური