შეხვედრა ნარკოტიკების საკითხებში ბრიტანელ ექსპერტთან

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნარკოტიკების საკითხებში ბრიტანელ ექსპერტს - მასუდ ჯეოფრეი ამირს შეხვედნენ. ექსპერტის ვიზიტი შსს-ში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ - საქართველოს შსს-ს აკადემიისა და სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს სამინისტროს დანაყოფების ძირითადი ფუნქციები, ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნეს და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების, ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენისა და სხვა საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ვიზიტის შედეგად, ბრიტანელი ექსპერტი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების ანგარიშს შეადგენს, რის საფუძველზეც საქართველოს შსს-ს აკადემია შესაბამის ტრეინინგ-კურიკულუმებს შეიმუშავებს.

წაკითხულია 726 ჯერ

Related items

  • საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

     საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლის ს.გ.-ს და მგზავრის - ნ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და 1 მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, ასევე, 1 აბი "ექსტაზი" და 2 შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

     პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 9 აბი და ერთი ნატეხი "ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

     გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, 260-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით.

  • რას ამბობს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მისი ძმის დაკავებასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე

    ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, შს თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილი მისი ძმის დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.


    იაკობ გოგებაშვილის თქმით, დაკავებულის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას რომ კომუნიკაცია ჰქონდა იმ ბინის მფლობელებთან, რომელიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ბრალდებით დაკავებულ წყვილ, 24 წლის გიორგი გოგებაშვილსა და 27 წლის ნინო გეგელაშვილს კონსპირაციულად ჰქონდათ ნაქირავები.

    "არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, ბინა მე არ მიქირავებია, არაფერი ვიცი"- ამბობს ყოფილი პოლიციელი, რელსაც უფლებამოსილება დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე ამჟამად უკვე შეჩერებული აქვს.

    მისიცე თქმით, დაკავებულებს შვილი არ ჰყოლიათ. საქმის მასალების მიხედვით კი ბრალდებულებმა ბინის

    ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათთვის აღკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

  • "მოსაზრება, რომ "მეფედრონი" კლავს და "ჰეროინი" არა, ნარკოდანაშაულს ახალისებს და ახდენს მის პროპაგანდას" - შსს

    მსჯელობა, თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება.

    „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

  • „მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - გარდაცვლილია 21 წლის გოგონა

    „მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკ „მეფედრონს“ 21 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.


    შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების მონაყოლის თანახმად, კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა.

    დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი - ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

    ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ „თეთრ ხმაურში“, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაუდგენელია, გარდაცვალების მიზეზი „მეფედრონი“ გახდა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალება.

    წყარო: newposts.ge

  • "ფესტივალზე დასაქმებულმა მომწერა, ნარკოტიკების "ცუდი პარტიაა" შემოტანილიო"

    არ ვწერ გვარებს, რადგან არაა მართებული, თუმცა გვარებიც მითხრეს.

    არ მინდა რუსთავი2-ის საინფორმაციოს დაემსგავსოს ჩემი გვერდი, მაგრამ გუშინდელი Gem-ფესტის პოსტის მერე რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მომწერა, რომ ეგ გოგო, რომელიც გარდაიცვალა, ქართველი ოყო და ამიტომაც გახმაურდა, თორემ ირანელებს და ერაყელებს ყოველდღე მიასვენებენ და ისე ჩქმალავენ, ვერავინ იგებსო.

    ასევე, ფესტივალზე დასაქმებულმა პერსონალმა მომწერა, ნარკოტიკების "ცუდი პარტიაა" შემოტანილი ფესტივალზე და ამიტომაა ქათმებივით რომ ხოცავს ხალხსო. გააფრთხილე თუ ვინმე შენიანია ჩამოსული, არაფერს მიეკაროს, არც დასალევს, არც შესასუნთქსო.

    მომწერეს ცნობილ ბარიგებზეც, რომ დაკავებულები არიან და მათი დაკითხვა მიმდინარეობსო, რომლებიც საზოგადოებაში საკმაოდ ცნობილები არიან და პატიმრობაშიც იყვნენ დიდი ოდენობით ნარკ. საშუალებების გასაღებისთვის.

    და ა.შ.

    ახლა ვხვდები, ჩემი ნაცნობების გარკვეული კატეგორია რატომაც ჩამოვიდა დაქლიავებული, ნახევრად გარეკილი.

    მოიკითხეთ თქვენი ახლობლები, ვინც ანაკლიაშია, მიაქციეთ ყურადღება, მგონი არ იქნება ურიგო.

    ამ "ფესტივალის" ორგანიზატორს კი იმედია ვინმე მიხედავს ოდესმე ისე, როგორც იმსახურებს.

    წყარო: mediamall.ge

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური