ტორნადო ჩრდილოეთ გერმანიაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 10:37

ჩრდილოეთ გერმანიაში ტორნადო განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა ქალაქ ბუთცოვისთვის. ძლიერი ქარბორბალის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 30 დაშავდა, წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

ბუნებრივი კატასტროფის მოწმეები აღწერენ სცენას, თუ როგორ დაფრინავდა მანქანები და სხვადასხვა სახის ნაგავი, სახლებს ძვრებოდა სახურავები და გარეთ აგურები ცვიოდა. გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად, აუცილებელი გახდა ადგილობრივი საავადმყოფოს ნაწილობრივ დახურვა.

ჩრდილოეთ გერმანიაში მომხდარმა კატასტროფამ ჰამბურგთან ახლოს 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც თავის ფეხმძიმე მეგობარ გოგონასთან ერთად მანქანით მგზავრობდა.

გერმანული გამოშვება ასევე იუწყება, რომ ჰამბურგსა და ლუბეკს შორის გამავალი რკინიგზა  წაქცეული ხეების გამო დაბლოკილია.

ჩრდილოეთ გერმანიაში შტორმმა რეგიონში ჰაერის უჩვეულოდ თბილი მასების ნაკადი გამოიწვია .

წაკითხულია 1351 ჯერ

Related items

  • გერმანიამ საქართველოს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი გადასცა

    გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.

    ფირმა „დრეგერის“ (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

    აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

    საქართველოში გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახური

  • ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

    გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

    ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

    საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

    მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

    არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

    ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

    იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

    ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

    როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

    გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

    წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

  • "​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
    როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
    მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
    გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

  • გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენში პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა

    გერმანული მედია მიუნხენში მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა. 

    პოლიციელი მძიმედ დაჭრილია. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი.

    მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. 

  • გერმანიის დაზვერვის უფროსი - არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი დგას
    გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) უფროსის ბრუნო კალის განცხადებით, თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს. გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან საუბრისას ბრუნო კალი ამბობს, რომ თურქეთში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გასათავისუფლებლად და ოპონენტების დასაპატიმრებლად იქნა გამოყენებული. გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომც ყოფილიყო, ახლა რასაც ვხედავთ ისევ ვიხილავდით, მაგრამ შეიძლება იმავე დოზითა და რადიკალიზმით არ მომხდარიყო. კალის თქიმთ, გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებებს ვერ ვხედავთ. ″თურქეთი სხვადასხვა კუთხით ჩვენს დარწმუნებას შეეცადა მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ეს ვერ მოახერხეს.″- განაცხადა მან. BND-ს უფროსი ასევე აღნიშნავს, რომ გიულენის მოძრაობა, როგორც თურქეთში განიხილავენ, არ შეიძლება რადიკალურ ისლამისტებად ან და ტერორისტულ ორგანიზაციად განხილულ იქნეს. ბრუნო კალიმ გიულენის მოძრაობა, რელიგიურ და სეკულარულ განათლების სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ მოძრაობად დაახასიათა. წყარო: http://www.spiegel.de/politik/ausland/tuerkei-putschversuch-laut-bnd-chef-wohl-nur-vorwand-fuer-radikalen-kurs-erdogans-a-1139271.html

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური