სახელმწიფომ "რუსთავი 2"-ზე კი არა, თავისუფალ სიტყვაზე იძალადა-ძმები ყარამანიშვილები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 22:23

რუსთვია 2-ის 91% წილის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურებიან:

,,პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იცავდა და გულშემატკივრობდა რუსთავი 2-ს და სიტყვის თავისუფლებას. ყველა რიგით საქართველოს მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. თქვენ თქვენი თანმიმდევრული, პრინციპული და სამართლიანი ბრძოლით, ამ ეტაპზე მოახერხეთ, შანსი მიგეცათ დემოკრატიისთვის, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის ჯერ კიდევ წინ არის. მთავარი მადლობა გვინდა ვუთხრათ რუსთავი2-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც მთელი ამ პერიოდის განმვალობაში წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა და მაინც უმაღლესი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს.

დღეს მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ განხორციელდა პოლიტიკური მარლთმსაჯულების ძალადობრივი აქტი. სახელმწიფომ იძალადა არა კონკრეტულ კომპანიაზე, რუსთავი 2ზე, არამედ თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანრტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ, რუსთავი 2 ის მფლობელები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში, იმაში, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მაინც შევძლებთ ჩვენი საკუთრების დაცვას. რა მანიპულაციებსაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ზონდერმოსამართლეების მეშვეობით, ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ რუსთავი2-ს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა, სახელმწიფოში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატიის დამცველი ინსტიტუციები, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა და, რაც მთავარია, ამგვარია ქართველი ხალხის ნება, რომელსაც სურს დემოკრატია, ქვეყნის ევროატლატიკური ინტეგრაცია, სურს ქვეყნის წარმატებული მომავალი, რის წართმევასაც დღეს ცდილობს მოძალადე ხელისუფლება.

რუსთავი 2ის გარეშე, კრიტიკული სიტყვის გარეშე, ქვეყანას ერთმევა წარმატებული განვითარების და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი, რასაც მივყევართ სახელმწიფოსკენ, სადაც ერთი პირის ხელშია თავმოყრილი მთელი ხელისუფლება, მათ შორის სასამართლოც და მეოთხე ხელისუფლებაც - მედია, და უქმდება დემოკრატიის ფუნდამენტი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის ნაცვლადაც ვიღებთ ხელისუფლების მითვისებას და ტოტალიტარულ რეჟიმს.

ჩვენ გვინდა ყველას, პირველ რიგში, ჩვენი მაღალპროფესიონალური კოლექტივის გასაგონად განვაცხადოთ: რუსული სცენარით მიმდინარე ეს ოლიგარქიული თავდასხმა ვერ იქნება წარმატებული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რუსთავი 2 არის და იქნება მთავრობისგან დამოუკიდებელი, ყველაზე მაღალპროფესიული მედია საქართველოში“ - ნათქვამია ყარამანაშვილების განცხადებაში.

წაკითხულია 447 ჯერ

Related items

  • შსს-მ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით, 2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.

    საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

     

     
     
  • ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ

    დღეიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  91% წილის მფლობელები თანამშრომლებთან შეხვედრას იწყებენ. გადავდივართ კოლექტივთან პირდაპირი კონსულტაციების რეჟიმში, - ამის შესახებ ძმები ყარამანიშვილების  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ძალაში რჩება მათი შეთავაზება "რუსთავი 2-ის" აქციათა 51%-ის წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს აქციების საკონტროლო პაკეტი (51%) თანამშრომლებს გადაეცეთ. 

     

  • "მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია"
    დღეს, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა,- ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით, ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
  • მედია ეკუთვნის საზოგადოებას, - საქართველოს პრეზიდენტი
    სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მედიაგარემოზე, თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის აუცილებლობაზე. ყველას მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისაკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით; და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა“, - განაცხადა მიშველაძემ.
  • სტრასბურგის სასამართლოს დაგაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმეზე შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი
    ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური