გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 22:20

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.  

წაკითხულია 865 ჯერ

Related items

  • გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება
    ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება. ბრალდებული სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 13:00 საათზე დაიკითხება.. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც გუშინ დაკითხვა ვერ მოხერხდა.
  • დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება
    ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება. ბრალდებულის დაკითხვა გუშინ 8 საათი გაგრძელდა. ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ბრალდებულმა ოჯახის უსაფრთხოება მოითხოვა.
  • სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე  ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი,გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია( რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების,ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა),გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო,ეკონომიკურ საკითხთა და ქონების  მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე  და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  თავჯდომარის 2013   წლის 5 ივნისის  ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ფიზიკური  და  კერძო სამართლის  იურიდიული   პირების   მფლობელობაში არსებულ  მიწის  ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების  მუდმივმოქმედი კომისის  წევრებად.

    მათ 2014 წელს , ამ კომისიაში  შესული   მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი  მოვალეობა  და  დაუდევარი დამოკიდებულების გამო  სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები , დაარღვიეს კანონი , რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში,კრწანისში,მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთები,რითაც  სახელმწიფოს  კანონიერი  ინტერესები დაირღვა.

    გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  ჯარიმას ან  თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • დაკავება ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი "იბერიას" დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე:  ფატიმა ჭ. და ზურაბ გ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ  დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი  "იბერიას" დირექტორმა და ერთ-ერთმა მოქალაქემ გასაღების მიზნით დაამზადეს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის ყალბი დიპლომები, რომლებიც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ-სა და მის თანამზრახველზე  გაასაღეს. თავის მხრივ,  აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომებიდან ორი ეგზემპლარის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს. ყალბი დიპლომები და გადაცემული თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

    საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება.

    გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362- ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3  წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • სუს-ის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.
    შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.

    ვახტანგ გომელაურმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის უახლოესი პერსპექტივები შეაჯერეს

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური