პაატა სალიას განცხადებით ქიბარ ხალვაში წილებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გადაიფორმებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 17:50

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს 7 მოთხოვნიდან მხოლოდ ის 2 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რომელიც წილების გადაფორმებას და ხელშეკრულების გაბათილებას ითვალისწინებს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.

"დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," - აცხადებს პაატა სალია, რომელიც აქვე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, ამიტომ ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს. 

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

    პაატა სალიას განცხადებით, ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

    "დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

    ირაკლი იმნაიშვილი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტია, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას. იგი იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ირაკლი იმნაიშვილი 14 წელია მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

    საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

     

     

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

    დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

    ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

  • მოიხდის თუ არა საჯაროდ ბოდიშს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა მაღრაძე?

    სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

    შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

    „სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

    მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

    „სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

    „აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

    მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

    „ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

    ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

    „მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. 

  • ელისო კილაძე - ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას

    ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა „რუსთავი 2“-ის დირექტორობას, - ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.

    კილაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის პოსტზე შეთავაზება არ მიუღია. 

    „ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე -პოლიტიკაზე, მედიაზე, „რუსთავი 2“-ზე და ა.შ. ორი დღის წინ შევხვდით. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
    ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

    იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.

    p.s.კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი“ ,- წერს კილაძე.

  • რა ხდება "რუსთავი 2"-ში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

    რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიაში ადასტურებენ.

     არხის რამდენიმე თანამშრომლის  ინფორმაცითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

    გვარამიამ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური