ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კალლე პალლინგის შეხვდა. 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
"მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებულ სარგებელზე. ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

წაკითხულია 286 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ლორა კუპერთან
    საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხებია, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.
     
    შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
     
    მინისტრმა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.
     
    „სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ლორა კუპერმა.
  • ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა

    15 წუთით საპატრიარქოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით ექსპრემიერმა პატრიარქი მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილმა   საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვა.

     

  • ირაკლ ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი კრისტინა აგილერას კონცერტზე შეკვეთილში

    შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გამართულ კრისტინა აგილერას კონცერტს ესწრებოდნენ ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ექსპრემიერ ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი. ფოტოს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

  • გადადგა, თუ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი? ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

    „ღარიბაშვილის ამ განცხადების შემდეგ მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ არავითარ შემთხვევაში და არასოდეს ის არ იფიქრებს პოლიტიკაში მობრუნებაზე. მეორეს მხრივ, მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ის უახლოეს ხანებში იფიქრებს რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯზე. როგორც ჩანს ეს პაუზა იქნება ხანგრძლივი.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელების თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა „სტარვიზიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    გადადგა, თუ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი და რა გახდა დიდი საკადრო ცვლილებების მიზეზი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე? დავით ბერძენიშვილის ანალიზი და პროგნოზები „სტარვიზიის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“.

  • პრემიერი, როგორც ქვეყნის ლიდერი, ვალდებულია წასვლის მიზეზი დაასახელოს - გია ხუხაშვილი

    "პრემიერს აქვს ვალდებულება, როგორც ქვეყნის ლიდერს, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამს, პირველი: დაასახელოს მიზეზი წასვლის და მეორე: რას აპირებს სამომავლოდ, აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუ გადის პოლიტიკიდან. მან ეს თავისი ვალდებულება არ შეასრულა და ამით დაარღვია ჩვენი უფლება, რომ ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, ან ზეგ ქვეყანაში. ამან, ნაცვლად იმისა, რომ კითხვები მოხსნილიყო და სტაბილურობის განცდა გაჩენილიყო, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    გადადგა, თუ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი და რა გახდა დიდი საკადრო ცვლილებების მიზეზი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე? გია ხუხაშვილის ანალიზი და პროგნოზები „სტარვიზიის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური