გალაპაგოსის კუნძულებზე გიგანტური ზომის კუს ახალი სახეობა აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 16:30

გალაპაგოსის კუნძულებზე გიგანტური ზომის კუს ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველზე იდუმალებით მოცულ 14 კუნძულისგან შემდგარ გალაპაგოსის კუნძულებზე ძალიან განსხვავებული მცენარეებისა და ცხოველების სახეობები ცხოვრობენ. კუნძულ სანტა კრუზე მყოფმა მეცნიერებმა 15 განსხვავებული კუ აღმოაჩინეს.

ახლადაღმოჩენილ გიგანტურ კუს ძვლოვანი ჯავშნის სტრუქტურა და მასზე არსებული ფორმები ცნობილი სახეობებისაგან განსხვავებულია და იგი 225 კილოგრამს იწონის.

მეცნიერებმა აღნიშნული აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეაფასეს და რამოდენიმე კუ ეროვნულ პარკში გადაიყვეს, სადაც ისინი დაცვის და დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.

წაკითხულია 1757 ჯერ

Related items

  • შეხვედრა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო წამყვან მეცნიერებს სხვადასხვა უწყებიდან წარმოედგინათ მეცნიერების  განვითარების საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეუწყოს მეცნიერებამ ხელი ეკონომიკის განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს თითოეულ სამეცნიერო დაწესებულებასთან, უწყებასთან თუ, უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის პერსპექტივები და დასახეს შემდგომი მოქმედების გეგმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ -  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, უნივერსიტეტების, სამინისტროს ქვეუწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

  • ახალი ცხოველები თბილისის ზოოპარკში

     2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი- მალე ზოოპარკში ახალი ცხოველები დაბინავდებიან.  ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან პირველ საჩუქარს ღებულობს. თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა. ცხოველების დასახვედრად ბათუმში თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი გაემგზავრებიან. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

     შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.

     თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.

  • ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ასწლოვანი ხეების გატანის პროცესი დაიწყო

    ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიიდან ასწლოვანი ხეების გატანის პროცესი დაიწყო . ოფიციალური ინფორმაციით სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კერძო კომპანია შპს ზიმოს გადასცა .ერთ ტიტას ხეში და ორ ჭაობის კიპარისის ხეში ზიმომ 6200 ლარი გადაიხადა . კომპანიას სამი ძირი ხე ოფიციალური ინფორმაციით ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მაშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნიდ გადაეცა , პროექტს რომელიც ოზურგეთის ტერიტორიაზე ხიორციელდება ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს , პროექტის შემადგენელი ნაწილი დენდროლოგიური პარკის მოწყობაა . არაოფიციალური ინფორმაციით ეს პროექტი ივანიშვილს 3 მილიონი ლარი უჯდება , ხეების მოთხრის მიზნით ციხისძირში სპეციალური გზა გაიყვანეს და ხეები ბორნით უნდა ჩაიტანონ ურეკში.

     

  • ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი ჩატარდა

    გუშინ ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი ჩატარდა. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
    უჩვეულო სილამაზის კონკურსი ნეპალის ეროვნულ პარკ „ჩიტვანში“ გაიმართა და კანდიდატები სილამაზის კონკურსისა სახელწოდებით „ყველაზე ლამაზი“ სწორედ ამ პარკში მობინადარე სპილოები გახდნენ.
    როგორც ჩვეულებრივ სილამაზის კონკურსებზე ხდება, თვითოეული მონაწილე ფინალური ეტაპისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა.
    სპილოები საგანგებოდ დაბანეს, მაკიაჟი გაუკეთეს ანუ ტანი ლამაზი ფერადი უზორებით მოუხატეს და რაღა თქმა უნდა სპილოებს სხადასხვაგვარი ლამაზი ნაკეთობებიც გაუკეთეს.
    აღნიშნული სპილოების კონკურსი ნეპალის მოსახლეობისა და ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს.

     

  • ეროვნული პარკის დირექტორის ავტომობილში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინეს

    ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომობილში ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი იქნა აღმოჩენილი.

    ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააჟღერა. 

    მისი თქმით, ხელყუმბარა და მჭიდები კაპანაძემ აღმოაჩინა.

    „დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ იმ საქმეზე, რასაც ჩვენ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროდ, ეს პირველი ფაქტი არ არის. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის სამსახურებრივ მანქანაში აღმოჩენილი იყო ხელყუმბარა, წარწერით, „წადი“. მინდა გავაფთხილო ყველა, ის სტრატეგია, რაც გვაქვს წესრიგის აღდგენაზე, გაგრძელდება. უნდა გავაფრხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვებით მოქმედებენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობა დაცული იყოს“, - განაცხადა აგულაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური