ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 08 აპრილი 2015 12:10

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, პროექტის „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა მიზნად მამხილებელთა დაცვის შესახებ საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა, რაც საქართველოში ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმის დანერგვას შეუწყობს ხელს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გაძლიერება იქნება შესაძლებელი, კერძოდ, მამხილებელთა ინსტიტუტის შესახებ საჯარო მოსამსახურეებში მოხდება და მთლიანად, საზოგადოებაში, ცნობიერების ამაღლება, საჯარო სამსახურის ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და საზოგადოების მხრიდან საჯარო სამსახურისადმი ნდობას გაზრდის.
პროექტი „მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წაკითხულია 493 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური